ლონდონის "არსენალი" და ხმაურიანი ტრანსფერები - მორიგი სპეკულაციები თემაზე

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ორიოდე დღის წინ ჟურნალისტებს შეუტია, წარმოდგენა არ გაქვთ, რა დონის ფეხბურთელების შესაძენად ვმუშაობთ და ძალიან გთხოვთ, ნუ გვსაყვედურობთო.

და აი, ჩრდილოლონდონელებზე მორიგი სატრანსფერო სპეკულაციები გაჩაღდა. BBC-ის ცნობით, "არსენალს" მადრიდის "რეალიდან" ანხელ დი მარიას და ქარიმ ბენზემას ყიდვა უნდა და მარტო ფრანგ თავდამსხმელში 40 მილიონ ფუნტს იმეტებს.

უცნობია, რამდენს იხდიან არგენტინელ შუახაზელში. "რეალის" მიერ გარეთ ბეილის გადაბირების შემთხვევაში სამხრეთამერიკელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ემუქრება, რამაც მას შეიძლება მართლა უბიძგოს გარემოს შეცვლისკენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე
რჩება და სამეფო კლუბიდან ვარსკვლავების გადაბირება, წესით, ძალიან ძნელი უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ მადრიდში ბენზემას ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობენ.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

გარდა სავარაუდო ახალწვეულებისა, "არსენალმა" შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვას. ვგულისხმობთ ლუკას პოდოლსკის.

"ბილდის" მტკიცებით, 28 წლის გერმანელით დაინტერესებულები არიან "შალკე", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი" და "ტოტენჰემი". უკანასკნელები ბეილის პოტენციურ მემკვიდრეებს ეძებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ არავინ უყიდიათ და ისევ გაშვებაზე ლაპარაკობენ!
brola
16:42 23-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული