მარუან ფელაინის "ევერტონიდან" წასვლა უნდა

AutoSharing Option
"დეილის მეილის" ცნობით, "ევერტონის" ბელგიელ ცენტრალურ ნახევარმცველს, 25 წლის მარუან ფელაინის ამ სეზონიდანვე სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერის გაგრძელება.

ფეხბურთელის ვარაუდით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მისი ფასი კიდევ უფრო აიწევს, რაც მისით დაინტერესებულ კლუბებს კიდევ უფრო დააფრთხობს.

ფელაინის ლოგიკას მყარი საფუძველი აქვს. ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ბელგიის ნაკრებს თავისუფლად შეუძლია ბრაზილიაში ტურნირის უმთავრესი აღმოჩენა გახდეს. ასეთ დროს კი გუნდის ლიდერს ფასი რომ მოემატება, იოლი გამოსაცნობია.

ფელაინის მერსისაიდელებთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს. "გუდისონ პარკზე" 28 წლამდე დარჩენა კი ფეხბურთელის
პროფესიულ ზრდას სერიოზულად შეაფერხებს, რადგან ის გრანდებში სათამაშოდ დიდი ხანია მომწიფებულია.

"არ მგონია, რომ ვინმესთვის სიახლე იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ გთხოვთ, გუნდის ლიდერების ტრანსფერებს ნუღარ შემოგვთავაზებთ. ჯერ არასდროს მინახავს, რომ სასურველი ფეხბურთელის გადასაბირებლად "მანჩესტერ იუნაიტედს" ასეთი ტაქტიკა აერჩიოს.

როგორც წესი, კლუბები საკუთარ გეგმებზე სახალხო განხილვებს ერიდებიან ხოლმე. ვერ გეტყვით, იქნება ეს ახალი სტილია მიზნის მისაღწევად. გარწმუნებთ, "ევერტონში" არ ვაპირებთ ტელეფონთან ჯდომას და იმის ლოდინს, როდის შემოგვთავაზებენ მორიგ წინადადებას. ეს ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა.

ფეხბურთელი შეიძლება გაყიდო, როცა ფული გჭირდება ან უბრალოდ, საბაზრო ფასს შემოგთავაზებენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის.

მისტერ კენრაიტი ("ევერტონის" პრეზიდენტი. რედ) გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, თავს ცოტა შეურაცხყოფილადაც კი გრძნობს. მას მოიესთან 11 წლის განმავლობაში აკავშირებდა მეგობრობა და მიმდინარე მოვლენების გამო მისი გაგება არც მე მიჭირს",
- აცხადებს რობერტო მარტინესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული