"ქალაქელებს" ვეტერანი არგენტინელის ყიდვა 3.5 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ, ბონუსების ჩათვლით კი, დამატებით შეიძლება 0.5 მილიონის გადახდაც დასჭირდეთ.
საქმეს წერტილი მას მერე დაესმება, როცა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმდება. თუმცა ისედაც ცხადია, რომ "სიტის" შეუძლია, მარტინს იმაზე უკეთესი ანაზღაურება შესთავაზოს, ვიდრე ის "როხიბლანკოში" იღებს.
რაც ყველაზე საინტერესოა, დემიკელისმა მადრიდელებთან კონტრაქტს ხელი სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ მოაწერა და ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ უთამაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"