ჟოზე მოურინიომ ლონდონის "ჩელსიში" სამუელ ეტო'ოც გადაიბირა

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ გააქტიურდა და "ანჟიდან" ვილიანის უკვე შემდგარი გარიგების შემდეგ სამუელ ეტო'ოც გადაიბირა.

"გარდიანის" მტკიცებით, 32 წლის ვეტერანმა ლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 4 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. ინგლისელებს საკომპენსაციოდ მხოლოდ 2 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ ("დეილი მეილის" მტკიცებით კი, "ანჟი" მას სულაც უფასოდ უშვებს).

მართალია, 30 აგვისტოს "ჩელსი" სრული შემადგენლობით ჩეხეთში იქნება "ბაიერნთან" სუპერთასზე სათამაშოდ, თუმცა კამერუნელი "კობემის" ბაზას ესტუმრა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

უკვე ვწერდით, რომ ვეტერანი "ჩელსისგან"
იმაზე მეტ ხელფასს ითხოვდა, ვიდრე საბოლოოდ დათანხმდა. კვირაში ის 77 ათას ფუნტს მიიღებს, ეს მაშინ, როცა "ანჟი" იმავე პერიოდში მას 300 ათასს უხდიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული