სტივენ ჯერარდი: ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც 2014 წელს ბრაზილიაში უნდა გაიმართოს.

"ყველაფერს რეალურად რომ შევხედ
ოთ, გვესმის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტებად ბუკმეკერები არ მიგვიჩნევენ, თუმცა, ჩემი აზრით, ისეთი სუსტებიც არ ვართ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ.

შეგვიძლია მუნდიალზე გამოსვლის უფლება მოვიპოვოთ და იქ წარმატებულად გამოვიდეთ, მაგრამ არ გვინდა, მოვლენებს გავუსწროთ. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა საბავშვ
ო ოცნების კულმინაციური მომენტია. მით უმეტეს, როცა ტურნირი ბრაზილიაში იმართება", - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს ინგლისის ნაკრები შინ
მოლდოვას დაუპირისპირდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული