ხუან მატა": ლონდონის "ჩელსიში" ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბში ბედნიერია და იქ საფეხბურთო ზრდა სურს.

"სავსებით ნორმალური მოვლენაა, როცა სატრანსფერო ფანჯრისას ათასი ინფორმაცია ჩნდება. მე ბედნიერი ვარ "ჩელსიში", აქ გატარებული ორი სეზონი ჩემთვის ბრწყინვალე იყო. ახლა მინდა, კიდევ უფრო კარგად ავთამაშდე. მთავარი მიზანი "ჩელსიში"  ჩემი, როგორც ფეხბურთელის გაზრდაა. იმედი მაქვს, რომ კიდევ კარგი სეზონი მელის წინ", - განაცხადა 25 წლის მატამ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ მატა მხოლოდ ერთხელ ათამაშა 4 მატჩში.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "ატლეტიკო" ლონდონის "ჩელსის" ხუან მატას
სთხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული