ლონდონის "არსენალი" არსენ ვენგერს 2 სეზონში 15 მილიონ ფუნტს გადაუხდის

AutoSharing Option
"სანის" ინფორმაციით, არსენ ვენგერი და ლონდონის "არსენალი" განაახლებენ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას, რის შედეგადაც ფრანგი მწვრთნელი 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ცუდი სატრანსფერო ფანჯარა "არსენალმა" 2 სექტემბერს დიდებულად დაასრულა - 42,5 მილიონ ფუნტად მადრიდის "რეალისგან" მესუთ იოზილი იყიდა. ამიტომაც ვენგერის შანსები გაიზარდა.

ახალი კონტრაქტი 2-წლიანი იქნება, ფრანგი სეზონში 7,5 მილიონ ფუნტს მიიღებს. მას კონტრაქტი "არსენალთან" სეზონის ბოლოს უმთავრდება.

"სანის" ინფორმაციითვე, იანვარში ვენგერს 40 მილიონი ფუნტი გადაეცემა ტოპკლასის ფორვარდის საყიდლად.

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერის დანაპირები: მესუთ იოზილი "მეთოფეა"

მკითხველის კომენტარები / 1 /
არსენ მიდი იანვარში ძეკო გადმოიყვანე! - ადაპტირებულია ინგლისთან და გოლებიც მშვენივრად გააქვს! - შარშან იანვარშივე უნდა გადმოგეყვანა, წელს პელეგრინი დათმობს თუ არა უკვე საეჭვოა!
brola
16:01 08-09-2013
0

სიახლეები პოპულარული