დევიდ ბექჰემის ვაჟი "მანჩესტერ იუნაიტედის" დაუძინებელი მტრის, "არსენალის" წევრი გახდა

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვაჟმა ხელშეკრულება ლონდონის "არსენალთან" გააფორმა.

10 წლის რომეო ბექჰემი "არსენალის" ახალგაზრდული აკადემიის წევრი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რომეოს მამამ თავისი კარიერის საუკეთესო წლები "არსენალის" დაუძინებელი მტრის, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გაატარა.

სხვათა შორის, რომეო პატარაობიდან "არსენალის" ფანი იყო და ახლა ოცნება აისრულა.

დევიდს ამის გამო პრობლემა არ შექმნია შვილთან, რადგან თავადაც ბოლო წლებში ახლობლობს ლონდონურ კლუბთან. ორი სეზონის წინ დევიდმა 1 თვე "არსენალში" ივარჯიშა, მას შვილებთან ერთად ხშირად ნახავთ "არსენალის" საშინაო მატჩებზე "ემირეიტსზე".

Sportall.Ge
დევიდ ბექჰემის ვაჟი "მანჩესტერ იუნაიტედის" დაუძინებელი მტრის, "არსენალის" წევრი გახდა" />

დევიდ ბექჰემი "არსენალის" მაისურით

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი რაგბით დაინტერესდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბალღო - კარგი არჩევანი გაგიკეთებია!
brola
22:45 09-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული