ერთ-ერთი, ვინც შეძლებულ ინგლისურ კლუბებს განსაკუთრებულ მადას აღუძრავს, "ასტონ ვილას" 22 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კრისტიან ბენტეკეა. თავდამსხმელს ინგლისურ ფეხბურთში დებიუტი წინა სეზონში ჰქონდა, თუმცა თავიდანვე იოლად აუღო ალღო ახალ გარემოს.
ბირმინგემელებმა მალევე იყნოსეს, რომ კრისტიანთან ახალი ხელშეკრულების გარეშე მისი შენარჩუნება გაუჭირდებოდათ და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მასთან იანვარში კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმეს. მიუხედავად ამისა, პოლ ლამბერტის შეგირდის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. მესუთ იოზილის გარდა, არსენ ვენგერი
"დეილი სტარის" მტკიცებით, ჩრდილოლონდონელები უკანდახევას არ აპირებენ და მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კიდევ ერთხელ შეეცდებიან "ასტონ ვილასთან" საერთო ენის გამონახვას.
გამოცემა გვაუწყებს, რომ "არსენალის" გარდა, ბელგიელის შეძენას აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედიც". იდეა პირადად "ეშმაკების" თავკაც დევიდ მოიესს ეკუთვნის. შოტლანდიელი 6 სექტემბერს გლაზგოს "ჰემპდენ პარკზე" ბელგიის ნაკრების თამაშს სწორედ ბენტეკეზე დასაკვირვებლად დაესწრო. მართალია, თავდამსხმელს თავად არ გაუტანია, თუმცა შეხვედრის მიწურულს კევინ მირალიასს საგოლე გადაცემა უფეშქაშა. ამ ეტაპზე ბირმინგემელების პოზიცია ურყევია. გუნდის ლიდერის გაყიდვას ისინი არ გეგმავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს სათადარიგო ვარიანტი - "ჩელსიმ" მზერა კრისტიან ბენტეკეს მიაპყრო