- ჩვეულებისამებრ, რომელ საათზე დგებით დილას?
- პატარა შვილი მყავს, ამიტომ დილის 7-ზე ან 8-ზე მიწევს ადგომა.
- დილას პირველად რას სვამთ?
- დილაობით მიყვარს შავი ჩაი ან ცოტა წვენი.
- რას მიირთმევთ საუზმეზე?
- პურსა და ხილს.
- კითხულობთ გაზეთებს?
- არა, არასოდეს.
- ვარჯიშზე წასვლამდე, ჩვეულებრივ, რას
- ხანდახან სატრენაჟორო დარბაზში მივდივარ.
- ბაზამდე მისასვლელად რა დრო გჭირდებათ?
- გზას ალბათ 20-25 წუთს ვუნდები.
- რა მანქანა გყავთ?
- "მერსედესი".
- გზაში მუსიკას თუ უსმენთ?
- დიახ, მიყვარს მუსიკის მოსმენა და თანაც, ძალიან ხმამაღლა. როგორც წესი, ეს არის "არ ენ ბი" ან ჰიპ-ჰოპი.
- მანქანაში ყოველთვის მარტო ხართ?
- ხანდახან პერ მერტეზაკერთან ერთად.
- ბაზაზე პირველი მიდიხართ თუ უკანასკნელი?
- მირჩევნია, პირველზე გვიან და უკანასკნელზე ადრე მივიდე.
- გასახდელში კარადაში რას ინახავთ?
- ოჯახის ფოტოებს, პლუს, ჩემს სპორტულ ფეხსაცმელებს.
- გასახურებლად რამე განსაკუთრებულ ვარჯიშს თუ მიმართავთ?
- არა, გახურებას ტრენაჟორებთან ვიწყებ, მოედანზე კი ამაზე მწვრთნელი ზრუნავს.
- ყველაზე მეტად ვარჯიშის რომელი ეტაპი მოგწონთ?
- როცა ვთამაშობთ, თანაც არ აქვს მნიშვნელობა, ამას 5/5-ზე ვაკეთებთ თუ 7/7-ზე. მომწონს დარტყმებზე მუშაობაც.
- სახლში დაბრუნების შემდეგ რას საქმიანობთ?
- ჩემი შვილი ყოველთვის სულმოუთქმელად მელოდება და ჩემი დანახვისას ბედნიერია. ასე რომ, დროის უმეტეს ნაწილს მასთან ვატარებ. მიყვარს მასთან ფეხბურთის თამაში. აი, ნახავთ, რა მაგარი იქნება ის 15 წლისა. ის ამაზე უკვე დიდი ხანია ოცნებობს.
- რომელ საათზე ჭამთ უკანასკნელად?
- საღამოს 7-8 საათზე.
- რომელ საათზე იძინებთ?
- დასაძინებლად 10-დან 11-მდე მივდივარ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: ლონდონის "არსენალში" უფასოდაც კი გადავიდოდი