აი, ასე ისარგებლა ინგლისურმა ლიგამ ესპანეთში გამეფებული ეკონომიკური კრიზისით.
17-ივე ფეხბურთელი ინგლისელებს 141 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ, რომელთა შორისაც ლიდერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "რეალიდან" "არსენალში" გადასული მესუთ იოზილი ლიდერობს - 42,5 მილიონი ფუნტი.
შემდეგ მოდის რობერტო სოლდადო, რომლის სანაცვლოდაც "ტოტენჰემმა" "ვალენსიას" 26,4 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ესპანურ სიაში მესამე ალვარო ნეგრედოს ტრანსფერია, რომელიც "მანჩესტერ სიტის" 20 მილიონი ფუნტი დაუჯდა; შესაბამისად, ამდენით შეივსო "სევილიას"
აღსანიშნავია, რომ 17 ფეხბურთელიდან 9 ქალაქ სევილიას კლუბებმა დაკარგეს: "სევილიამ" (6) და "ბეტისმა" (3).
ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადასულები
(თანხა ფუნტებში)
თანხა ფეხბურთელი ასაკი საიდან სად
42,6 მესუთ იოზილი (გერ) 24 რეალი არსენალი
26,4 რობერტო სოლდადო 28 ვალენსია ტოტენჰემი
20 ალვარო ნეგრედო 28 სევილია მან. სიტი
14,9 ხესუს ნავასი 27 სევილია მან. სიტი
9,5 გარი მედელი (ჩილ) 26 სევილია კარდიფი
7 იაგო ასპასი 26 სელტა ლივერპული
6,8 ლუის ალბერტო 20 სევილია ლივერპული
4 მარტინ დემიკელისი (არგ) 32 ატლეტიკო მან. სიტი
3,5 ხოელ რობლესი 23 ატლეტიკო ევერტონი
2,5 ხორდი ამატი 21 ესპანიოლი სუონსი
1,8 ანტონიო ლუნა 22 სევილია ასტონ ვილა
1,7 ხოსე კამპანია 20 სევილია კრ. პალასი
0,4 ალეხანდრო პოსუელო 21 ბეტისი სუონსი
0 ფერნანდო ამორებიეტა (ვე) 28 ბილბაო ფულჰემი
0 მარკ მუნიესა 21 ბარსელონა სტოკი
0 ადრიანი 26 ბეტისი ვესტ ჰემი
0 ხოსე კანიასი 26 ბეტისი სუონსი
შენიშვნა: სიაში არ არიან იჯარით გადასული ფეხბურთელები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: ლონდონის "არსენალში" უფასოდაც კი გადავიდოდი