ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური: ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
"ევერტონს" "ჩელსიზე" უკეთ ნამდვილად არ უთამაშია. დროდადრო ლივერპულელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ტიმ ჰოვარდიც კი არ ჰგავდა საკუთარ თავს, თუმცა ცალკე იღბალმა და ცალკე მონდომებამ შედეგი ბოლოს მაინც გამოიღო.

თამაში მაღალ ტემპში დაიწყო. მასპინძელი გუნდი მხოლოდ მომენტებში თუ ახერხებდა საკუთარ ნებაზე ბურთის გათამაშებას, რომელიც, როგორც წესი, "ჩელსის" საჯარიმოს მისადგომებთან მთავრდებოდა.

პირველ ტაიმში შედარებით ნაკლებად, მეორეში კი ფანტასტიკურად ათამაშდა როს ბარკლი. 19 წლის ნახევარმცველი ეპიზოდებში მეტოქეს ფილიგრანული ტექნიკით პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა.

თინეიჯერი პლეიმეიკერის აქტიურობას ორჯერ მოჰყვა სახიფათო საჯარიმო დარტყმა, რომელთაგან ერთი
ლეიტონ ბეინსმა ხარიხას მოარტყა. დაცვას საქმე შეუმსუბუქა ახალწვეულმა გარეთ ბერიმ. 32 წლის ვეტერანმა ერთ მომენტში სამუელ ეტო'ოს ცარიელ კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა: პეტრ ჩეხმა ეტო,ოს სწრაფი კონტრშეტევის იმედად ბურთი არაზუსტად გადააწოდა, რომელიც ბერის ნადავლი გახდა. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ნიკიცა იელავიჩმა ყველასგან მიტოვებული სტივენ ნეისმიტი მონახა. იუბილარმა შოტლანდიელმა (27 წლის გახდა) დაახლოებით ერთი მეტრიდან თავით იოლი ბურთი შეაგდო.

"ჩელსის" იქამდეც შეეძლო ანგარიშის გახსნა და გასათანაბრებლად შემდეგაც არ დაუზოგავს თავი, თუმცა სულ ტყუილად. ზემოთაც ვთქვით, შაბათს "გუდისონზე" იღბალი "ევერტონის" მხარეს იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

11 წუთი საკმარისია
"სანდერლენდი"-"არსენალის" მატჩის მიწურულს მასპინძელთა თავკაცმა პაოლო დი კანიომ მეოთხე მსაჯი საკუთარი ემოციურობითა და ხმამაღლა გამოთქმული პრეტენზიებით იმდენად შეაწუხა, რომ მან დასახმარებლად მარტინ ატკინსონს უხმო. იტალიელი არბიტრის მიერ მიღებულმა რამდენიმე გადაწყვეტილებამ წყობილებიდან გამოიყვანა.

მთავარმა მსაჯმა მეორე ტაიმში ჟოზი ალტიდორს გოლი წაართვა. ამერიკელმა ბაკარი სანია ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაჩაგრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა. ატკინსონმა კი ფეხბურთელს აუწყა, რომ მან სანიას მიერ წესის დარღვევა ჯერ კიდევ საჯარიმოს გარეთ, სუმოს ილეთების გამოყენების გამო დააფიქსირა.

ფორმალურად მას ამის უფლება კი ჰქონდა, თუმცა რეალურად გამოვიდა, რომ ამით შემტევი გუნდი დაიჩაგრა. "მეთოფეებმა" ანგარიში უსწრაფესი კონტრშეტევის წყალობით გახსნეს. თეო უოლკოტმა გრძელი პასით მესუთ იოზილი მონახა, "პასების მეფემ" ოლივიე ჟირუს გაატანინა.

ლონდონური აქტივის გასახსნელად გერმანელს ზუსტად 11 წუთი ეყო. "შავმა კატებმა" პენალტით გაათანაბრეს, თუმცა აარონ რემსიმ ისინი ორი ეფექტური დარტყმით პრემიერლიგის ცხრილის ბოლო ადგილზე მოისროლა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც იქნა
IV ტური "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო მატჩით გახსნა, რომელშიც დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა და ლიდერთა შორის დაიბრუნა ადგილი. ორი უგოლო შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, ტრიბუნები "ეშმაკებისგან" გოლების წვიმას ელოდა, თუმცა მთავარი შედეგი და თამაშის ხარისხია. ამ მხრივ კი გულშემატკივარს სასაყვედურო არაფერი აქვს.

დევიდ მოიესის გუნდს მთავარმა მსაჯმა ჯონათან მოსმა ამოცანა პირველი ტაიმის მიწურულს გაუადვილა, როცა "უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის" კაგიშო დიკგაჩოი მოედნიდან მიაბრძანა და პენალტი დანიშნა. სამხრეთაფრიკელი წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა მან თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაარღვია. შესაბამისად, თერთმეტმეტრიანი შეცდომით დაინიშნა. რობინ ვან პერსიმ ანგარიში მშვიდი სინდისით გახსნა.

მეორე გოლი მოულოდნელად ძირითადში გამოჩენილმა უეინ რუნიმ ბრწყინვალე საჯარიმოთი გაიტანა. თავის გამოჩენა შეეძლო შეცვლაზე შესულ მარუან ფელაინისაც, თუმცა ხულიან სპერონი ბელგიელის მძლავრ დარტყმას ადგილზე დახვდა. შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა მეორე ბელგიელსაც. ვგულისხმობთ 18 წლის ადნან იანუზაის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეფექტური ახალწვეული
"უაით ჰართ ლეინზე" დებიუტი ჰქონდა "აიაქსიდან" შეძენილ კრისტიან ერიკსენს. 22 წლის დანიელმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს უკვე წლებია, "დეზების" ღირსებას იცავს. ჩრდილოლონდონელთა გულშემატკივრებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ რა შეუძლია მას.

ერიკსენი ერთნაირად ეფექტურია ორივე ფეხით, შეუძლია მოკლე და გრძელი გადაცემების ჩამორიგება და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ის მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. სწორედ მის ეშმაკურ პასს მოჰყვა გილფი სიგურდსონის პირველი გოლი. ისლანდიელმა მეორე ტაიმში ერთი კიდევ გაიტანა და ერთხელ ჯონ რადის დროული რეაქცია რომ არა, ის პრემიერლიგაში პირველ ჰეთ თრიკსაც შეასრულებდა.

მარტო ბურთის ფლობა არ კმარა
"მანჩესტერ სიტის" "ბრიტანიაზე" მხოლოდ ბურთის ფლობაში ჰქონდა სოლიდური უპირატესობა. რაც შეეხება მის აზრიანად განკარგვას, ამ მხრივ მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს გაკვეთილი ჩაუტარეს.

რომ არა ჯო ჰარტი, ანგარიში შეიძლებოდა გამანადგურებელიც კი გამხდარიყო. მარტო კენუაინ ჯონსს სამჯერ მართებდა ანგარიშის გახსნა. საოცარ სიტუაციაში ვერ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა ჯონათან უოლტერსმა.

ირლანდიელმა თავით დარტყმა ორი მეტრიდან მოახერხა და ვერ გაიტანა. რიგ ეპიზოდებში "ქალაქელების" დაცვას ღრმა ძილი მოერეოდა ხოლმე. ამის მაგალითი იყო უოლტერსის მომენტიც და სამირ ნასრის გარჯაც. ფრანგს რატომღაც ბურთით კეკლუცობა მოუნდა და ჯონსი მეკარეს პირისპირ შეატოვა.

ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საგოლე სიტუაციები სტუმრებსაც ჰქონდათ. რობერტო სოლდადომ ახლო მანძილიდან ქუსლით ძელს გაარტყა, მერე სტევან იოვეტიჩს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ხარიხას გადააცილა.

ზედიზედ მესამედ
"ასტონ ვილამ" ჩემპიონატში მიჯრით მესამე თამაში დათმო. შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბირმინგემელებს უმძიმესი ცხრილი ჰქონდათ და რომ წინა მატჩებში "ჩელსისა" და "ლივერპულთან" ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა სიმპტომები სახეზეა - "ვილა" ავად არის და პოლ ლამბერტმა მას რაღაც უნდა უწამლოს.

"ვილა პარკზე" საუკეთესო იყო "კაჭკაჭების" ლიდერი ჰატემ ბენ არფა. სწორედ ფრანგმა გახსნა ანგარიში, რის შემდეგაც რეგულარულად ემუქრებოდა ბრედ გუზანის კარს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობის შემდეგ კი დამატებაზე იოან გუფრანმა იმარჯვა.

ჩემპიონატში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა კრისტიან ბენტეკემ. ამ ეპიზოდში ბელგიელს ხელი შეუწყო ტიმ კრულის უჩვეულოდ უსუსურმა თამაშმა.

ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური
იუნაიტედი-კრისტალ პალ. 2:0
გოლები: 1:0 ვან პერსი (45-პენ), 2:0 რუნი (81)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა - ანდერსონი (62. ფელაინი), კერიკი - იანგი (67. იანუზაი), ვალენსია, რუნი - ვან პერსი (78. ხ. ერნანდესი)
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელენეი, მოქსი - დიკგაჩოი, ჟედინაკი, კამპანია (59. გედიურა) - პანჩეონი, შამახი (75. კებე), გეილი (64. ჯერომი)
გაფრთხილება: იანგი - მოქსი, შამახი
გაძევება: - დიკგაჩოი (45)
კარში დარტყმა: 28-4 (8-0) კუთხური: 11-1 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 75 102

ასტონ ვილა-ნიუკასლი 1:2
გოლები: 0:1 ბენ არფა (18), 1:1 ბენტეკე (67), 1:2 გუფრანი (73)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ოკორე (30. კლარკი), ლუნა - დელფი, ვესტვუდი, ელ-აჰმადი (67. კოზაკი) - ვაიმანი (88. ტონევი), აგბონლაჰორი, ბენტეკე
ნიუკასლი (4-3-3): კრული - დებუში, იანგა-მბივა, კოლოჩინი, სანტონი - სისოკო, ანიტა (74. ტიოტე), კაბაი (88. ს. ამეობი) - ბენ არფა, სისე, რემი (63. გუფრანი)
გაფრთხილება: დელფი - იანგა-მბივა, კაბაი, დებუში, გუფრანი
კარში დარტყმა: 11-25 (1-8) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 37 554

ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 1:0 სიდუელი (22), 1:1 მაკაული (90)
ფულჰემი (4-4-1-1): სტოკდეილი - რიჩარდსონი (67. ამორებიეტა), ჰანგელანდი, სენდეროსი, რიტერი - პარკერი, სიდუელი, კაჩანიკლიჩი, რუისი (90+1. დაფი) - კასამი - ბერბატოვი (77. როდალიეგა)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი (63. ჯ. მორისონი), ამალფიტანო (63. ს. სინკლერი), ბრანტი - ანელკა, ანიჩებე (78. ბერაინო)
გაფრთხილება: - ბ. ჯონსი
კარში დარტყმა: 14-16 (2-4) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 11-12 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 25 560

ჰალ სიტი-კარდიფი 1:1
გოლები: 1:0 კ. დევისი (40), 1:1 უიტინგჰემი (59)
ჰალ სიტი (4-4-2): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, ჩესტერი, კ. დევისი, ფიგეროა - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბრეიდი (67. ქუინი), კორენი - გრემი, ალუკო
კარდიფი (4-2-3-1): ლუისი - ტეოფილ-კატრინი, ბ. ტერნერი, კოლკერი, ე. ტეილორი - კიმი (46. მაინარდი), კოუი (90. მუტჩი) - გუნარსონი, მედელი, უიტინგჰემი - ფ. კემპბელი (65. გესტედე)
გაფრთხილება: კ. დევისი - ფ. კემპბელი, ტერნერი
კარში დარტყმა: 23-12 (5-2) კუთხური: 6-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 7-9 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 21 949

სტოკ სიტი-სიტი 0:0
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, პიტერსი - უილსონი, ნზონზი - ეთერინგტონი (70. აირლანდი), ადამი (70. არნაუტოვიჩი), უილსონი - კ. ჯონსი (77. კრაუჩი)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, ხ. გარსია, კოლაროვი - ი. ტურე, როდუელი - მილნერი, იოვეტიჩი (63. აგუერო), ნასრი (73. ნავასი) - ნეგრედო
გაფრთხილება: უოლტერსი - ხ. გარსია
კარში დარტყმა: 14-13 (3-3) კუთხური: 2-4 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 25 052

სანდერლენდი-არსენალი 1:3
გოლები: 0:1 ჟირუ (11), 1:1 კ. გარდნერი (49-პენ), 1:2 რემსი (67), 1:3 რემსი (76)
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ჩელუსტკა, დიაკიტე, რობერჟი, კოლბეკი - ვონი (46. კ. გარდნერი), კი, მავრიასი (71. ბორინი), ა. ჯონსონი - ს. ფლეტჩერი (77. უიკჰემი), ალტიდორი
არსენალი (4-4-1-1): შჩესნი - ჯენკინსონი, სანია, კოშელნი, გიბსი - რემსი, ფლამინი - უოლკოტი (89. მონრეალი), იოზილი (80. ვერმალენი), უილშირი - ჟირუ (90+2. აკპომი)
გაფრთხილება: კ. გარდნერი - ფლამინი, სანია
კარში დარტყმა: 21-20 (3-6) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 39 055

ტოტენჰემი-ნორვიჩი 2:0
გოლები: 1:0 სიგურდსონი (28), 2:0 სიგურდსონი (49)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი - პაულინიო, დემბელე (83. ლამელა) - სიგურდსონი (79. სანდრო), ერიკსენი (71. ჰოლტბი), ტაუსენდი - სოლდადო
ნორვიჩი (4-4-2): რადი - გარიდო, მ. ტერნერი, ბასონგი, უიტეკერი - ფერი, ბ. ჯონსონი (64. ჰაუსონი), რედმონდი (74. პილკინგტონი), სნოდგრასი - ელმანდერი (74. ტეტი), ვან ვოლფსვინკელი
გაფრთხილება: ლორისი - ბ. ჯონსონი, გარიდო, ელმანდერი
კარში დარტყმა: 30-6 (7-1) კუთხური: 8-1 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 4-12 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 35 952

ევერტონი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 ნეისმიტი (45)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ბარი, ოსმანი - ნეისმიტი (89. სტოუნსი), ბარკლი, მირალიაში (90+2. დეულოფეუ) - იელავიჩი (67. მაკარტი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, ე. კოული (69. ტორესი) - მიკელი, რამირესი - შიურლე (58. ლამპარდი), მატა (57. ოსკარი), აზარი - ეტო'ო
გაფრთხილება: - ივანოვიჩი, აზარი, ლუისი, მიკელი
კარში დარტყმა: 16-28 (5-6) კუთხური: 5-7 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 36 034

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 0:0
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ (77. ჩემბერსი) - ვანიამა, შნაიდერლინი - ლალანა (72. ვორდ-პრაუსი), ოსვალდო, ჯ. როდრიგესი - ლამბერტი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი (61. რაცი), კოლინსი, რიდი, ობრაიენი - ნოუბლი, მორისონი (77. მ. ტეილორი) - დიამე, ნოლანი, ჯარვისი - მაიგა (68. ვას ტე)
გაფრთხილება: ვანიამა - დიამე, ნოუბლი, ობრაიენი
კარში დარტყმა: 20-7 (5-1) კუთხური: 10-5 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 12-12 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 28 794

16 სექტემბერი
სუონსი-ლივერპული 23:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი) 3 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული); რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
21 სექტემბერი:
ნორვიჩი-ასტონ ვილა, ვესტ ჰემი-ევერტონი, ნიუკასლი-ჰალ სიტი, ლივერპული-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი, ჩელსი-ფულჰემი

22 სექტემბერი:
არსენალი-სტოკი, კრისტალ პალასი-სუონსი, მანჩესტერ სიტი- მანჩესტერ იუნაიტედი, კარდიფი-ტოტენჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" მკვლელის ინსტინქტი აკლია [VIDEO]
დევიდ მოიესი: ჩემს გუნდში სიმულანტებს ვერ ავიტან! [VIDEO]
სანტი კასორლას ტრავმა და მესუთ იოზილის დებიუტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული