დევიდ მოიესმა უეინ რუნის სეზონში 30 გოლი დაუგეგმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ უეინ რუნის და რობინ ვან პერსის წარმატებული წყვილის ჩამოყალიბება შეუძლიათ შეტევაში.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 27 წლის რუნის არ უპირებს ნახევარდაცვაში დახევას.

შაბათს რუნიმ პრემიერლიგის სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მან "კრისტალ პალასის" კარში ბრწყინვალე საჯარიმო გაიტანა.

შეგახსენებთ, რუნის წინასასეზონო პერიოდი გაუცდა ხან ტრავმებისა და ხან სატრანსფერო სპეკულაციების გამო.

"შევეცდები, რუნის სეზონში 30 გოლი გავატანინო, ყოველ შემთხვევაში, მე მას ამას ვუგეგმავ. ჩემი მიზანია შეტევის ხაზში ისეთი წყვილის შექმნა, რომ მეტოქე გუნდის ფანებმა თქვან
- ღმერთო ჩემო, დღეს რუნისა და ვან პერსის წინააღმდეგ გვიწევს თამაში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ უეინს უკან დახევას არ ვუპირებ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორი კარგი ფორვარდი გვყავს - ჩიჩარიტო და დენი უელბეკი"
, - განუცხადა მოიესმა რეპორტიორებს.

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: ჩემს გუნდში სიმულანტებს ვერ ავიტან! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული