შოტლანდიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 27 წლის რუნის არ უპირებს ნახევარდაცვაში დახევას.
შაბათს რუნიმ პრემიერლიგის სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მან "კრისტალ პალასის" კარში ბრწყინვალე საჯარიმო გაიტანა.
შეგახსენებთ, რუნის წინასასეზონო პერიოდი გაუცდა ხან ტრავმებისა და ხან სატრანსფერო სპეკულაციების გამო.
"შევეცდები, რუნის სეზონში 30 გოლი გავატანინო, ყოველ შემთხვევაში, მე მას ამას ვუგეგმავ. ჩემი მიზანია შეტევის ხაზში ისეთი წყვილის შექმნა, რომ მეტოქე გუნდის ფანებმა თქვან
მე შემიძლია გითხრათ, რომ უეინს უკან დახევას არ ვუპირებ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორი კარგი ფორვარდი გვყავს - ჩიჩარიტო და დენი უელბეკი", - განუცხადა მოიესმა რეპორტიორებს.
ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: ჩემს გუნდში სიმულანტებს ვერ ავიტან! [VIDEO]