ყოფილი მსაჯი: ჩემი ოჯახის დასვენება ჟოზე მოურინიომ აანაზღაურა

AutoSharing Option
ყოფილმა ინგლისელმა არბიტრმა მარკ ჰალსიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოაქვეყნა, რომელშიც საკმაოდ სკანდალური აღიარება გააკეთა.

ჰალსი გასული სეზონის ბოლოს გავიდა პენსიაში. მან უარი თქვა 50-ათასფუნტიან პრემიაზე, რადგან ამ ფულის აღების შემთხვევაში მსაჯი ვალდებულია, არ გათქვას მუშაობისდროინდელი კულუარული ინფორმაციები.

წიგნში მარკ ჰალსი ამბობს, რომ სტადიონს მიღმა ბევრჯერ ჰქონია ურთიერთობა ინგლისური პრემიერლიგის მწვრთნელებთან, მაგალითად, 2012 წელს სერ ალექს ფერგიუსონთან.

ჰალსიმ ასევე აღიარა, რომ ერთხელ მისი და ლეიკემიით დაავადებული მისი მეუღლის დასვენება პორტუგალიის სანატორიუმში ჟოზე მოურინიომ აანაზღაურა.

"15 წლის განმავლობაში ჩვენ ერთ დიდ ოჯახად ჩამოვყალიბდით
და ეს ნორმალურია. შეხედეთ სხვა სახეობებს, კრიკეტსა
და რაგბიში, ფეხბურთელები, მწვრთნელები და მსაჯები ერთად სვამენ კიდევაც".

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" მკვლელის ინსტინქტი აკლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული