21 სექ ტემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მეორე ტაიმში კი სტუმართა კარის აღება ჯერ ოსკარმა (52-ე წუთზე), შემდეგ კი ჯონ ობი მიკელმა (84) მოახერხეს. ამ გამარჯვებით "ლურჯები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა სამუელ ეტო'ო, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალა.
ლონდონელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა მატჩის შემდეგ გამარჯვებით გამოწვეული სიხარული არ დამალა, თუმცა თავისი გუნდის გარჯის შეფასებისას თავშეკავებული ჩანდა.
უკვე არაერთხელ შემახსენეს, რომ ეს "ჩელსის" ერთერთი ყველაზე ცუდი სტარტია ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუმცა დღეს დასაძინებლად რომ დავწვები, შევხედავ ცხრილს და ჩვენზე წინ ვერავის დავინახავ.
დიდი ხანია ფეხბურთში ვმოღვაწეობ და ამიტომ არ მიკვირს, როცა აკრიტიკებენ ჩემს გუნდს ცუდი შედეგის გამო. ჯერჯერობით კარგად ვერ ვთამაშობთ და შედეგიც არ გვაქვს საუკეთესო, თუმცა პრემიერლიგაში ქულებს ყველა კარგავს და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ ხოლმე.
დღეს მე სხვა გუნდს ვაშენებ. ყველაზე რთული კი ფეხბურთელთა ფილოსოფიის შეცვლაა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
ახლა 10 ქულა გვაქვს და ლიდერები ვართ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ არასდროს ყოფილა ჩემი სამუშაო ასეთი რთული, როგორიც ამ სეზონში, ამ ფეხბურთელებითაა", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს BBC.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. V ტურის წინ; მანჩესტერული დერბი სხვა სახეებით