თეო უოლკოტი, სავარაუდოდ, 5 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი თეო უოლკოტი 3-5 კვირას გამოტოვებს.

24 წლის ფეხბურთელმა მუცელზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის კურსი უნდა გაიაროს.

"მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, უოლკოტი მოედანს სამ კვირაში დაუბრუნდება, მაგრამ რეალური დრო მაინც 5 კვირაა.

შეგახსენებთ, რომ უოლკოტს მუცლის პრობლემები "სტოკ სიტისთან" (3:1) პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში გაუჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული