ჟოზე მოურინიო: 3 დღის წინ ვერტონგენმა მეტოქეს ტრუსი ჩახადა, ახლა კი ისიმულიანტა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონური დერბი შედგა - ანდრე ვილაშ ბოაში პირველად დაუპირისპირდა თავის ყოფილ მასწავლებელს, ჟოზე მოურინიოს.

"ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 1:1.

მე-19 წუთზე მასპინძელი "ტოტენჰემი" გილფი სიგურდსონმა დააწინაურა.

მეორე ტაიმში "ჩელსიმ" იერიშები მოაწყო მეტოქის კართან, განსკუთრებით კი ფერნანდო ტორესი აქტიურობდა. ერთი გოლიც გავიდა (ხუან მატა), მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა ესპანელზე.

65-ე წუთზე ხუან მატას ჩაწოდებულს თავით ჯონ ტერი შეწვდა და ანგარიში გაათანაბრა.

81-ე წუთზე იან ვერტონგენთან საჰაერო დუელში მსაჯმა ტორესი დააჯარიმა და
მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. 10 კაცით დარჩენილმა "ჩელსიმ" ვეღარაფერი გააწყო.

"ეს ჩემი გუნდია, მეორე ტაიმში გუნდმა გაცილებით ძლიერად ითამაშა. ვაჩვენეთ მებრძოლი ხასიათი, ტაქტიკურად გამართულად ვთამაშობდით. ერთი თავით ვაჯობეთ მეტოქეს, მისსავე მოედანზე, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

თუ მეორე წრეში მოვიგებთ, უშუალო კონკურენტებთან უპირატესობა სეზონის ბოლოს ოქროს ფასს შეიძენს. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის აღარ იქნება, 15-20 ქულიანი ჩამორჩენები.

მატჩის წინ ამ შედეგზე თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ მეორე ტაიმში იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ფრისთვის არ მემეტება, უნდა მოგვეგო"
, - განაცხადა ჟოზე მოურინიომ, რომელიც აღშფოთებული იყო ფერნანდო ტორესის გაძევებით.

"ვერტონგენის სიმულაციამ თამაშის ბედიღბალი შეცვალა, ეს უსამართლობაა. საოცარი კაცია ეს ვერტონგენი, სამი დღის წინ მან მეტოქე ფეხბურთელს ჩახადა, მაშინ რომ დისკვალიფიკაცია მიეღო, ახლა ვერ შეძლებდა თამაშის ბედის განსაზღვრას", - ამბობს მოურინიო.

ანდრე ვილაშ ბოაშმა კი მატჩის შედეგს სამართლიანი უწოდა, ხოლო ტორესის გაძევებას უსამართლობა მანაც უწოდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტურის წინ: ვილაშ ბოაში VS ჟოზე მოურინიო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული