დევიდ მოიესი: მოედანზე დავლასლასებდით [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურში "ოლდ ტრეფორდზე" სენსაციურად დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ბრომვიჩთან" 1:2 წააგო.

54-ე წუთზე სტუმარმა მორგან ამალფიტანომ ნახევარი მოედანი გადაირბინა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

3 წუთში უეინ რუნიმ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, მაგრამ 67-ე წუთზე საიდო ბერაინომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მარცხის მერე "ინაიტედი" მე-12 ადგილზეა.

"ცუდი თამაში და ცუდი შედეგი ჩვენი შესრულებით. მოედანზე დავლასლასებდით. გვაკლდა ინტენსივობა და შემართება.

მეტოქემ რომ გამარჯვება დაიმსახურა ამაზე არც ვდავობ, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ბურთი სულ ჩვენი იყო.

ჩვენი პრობლემა
ისაა, რომ ცოტა მომენტი შევქმენით და რაც შევქმენით ისინიც ვერ გამოვიყენეთ"
, - განაცხადა დევიდ მოიესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტურის წინ: ვილაშ ბოაში VS ჟოზე მოურინიო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული