"დავიდ დე ხეას "პროტეინებს" ძალით ვტენიდით და ვარჯიშს ვაიძულებდით"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეთა ყოფილმა მწვრთნელმა ერიკ სტილიმ გუნდის მეკარე დავიდ დე ხეაზე ილაპარაკა, სადაც საქმისადმი ესპანელის არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას ხაზი გაუსვა.

"მას პრობლემები ჰქონდა ცხოვრების წესთან დაკავშირებით. დღე-ღამეში 2-3-ჯერ იძინებდა, ძილის წინ კი ბევრს ჭამდა, განსაკუთრებით - ტაკოს (რედ. კერძი მექსიკური ეროვნული
სამზარეულოდან).

ვაიძულებდით, რომ ვარჯიშის შემდეგ პროტეინი მიეღო. სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში ჭირის დღესავით ეჯავრებოდა და აქაც ძალას ვატანდით.

როგორც ჩანს, ესპანეთში დარბაზში ვარჯიშს დიდ ყურადღებას არ უთმობენ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ ფიზიკურად უფრო მოძლიერებულიყო.

ერთ-ერთი მისი პრობლემა ისიც იყო, რომ
71 კგ-ს იწონიდა. ბევრს ვმუშაობდით როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, რათა უფრო ღონიერი გამხდარიყო",
- უთხრა სტილიმ ჟურნალ United We Stand-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცნობისთვის, ავტორო, ამავე ადამიანმა დაასახელა თავი ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც დე ხეა არ გაუშვეს მანჩესტერიდან. სწორედ მისი რეკომენდაციით და დაძალებული ვარჯიშებით გახდა ეს ბიჭი ძირითადი მეკარე
Lasha
23:48 30-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული