ჟოზე მოურინიო: დროგბასა და რობენს თავის დროზე სიმულაციის გამო მკაცრად ვესაუბრე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სიმულაციას ვერც საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისგან აიტანს.

"ვერ ვიტან "დაივინგს". ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ თუ სიმულირებას დაიწყებენ.

ასეთი ხერხით მოწინააღმდეგის გაძევების მიღწევა, უბრალოდ სირცხვილია.

თუ მატჩს სიმულაციის დახმარებით მოვიგებთ, მაშინ იმ ფეხბურთელს, რომელის ასე მოიქცა, საქვეყნოდ გავაკრიტიკებ.

რაც შეეხება სიმულაციის გამო დასჯას, ეს კითხვა საფეხბურთო ხელმძღვანელებს უნდა დაუსვათ, მე მხოლოდ ჩემი აზრის დაფიქსირება შემიძლია. თუ მსგავსი საქციელი არ დაისჯება, მაშინ ფეხბურთელი გააგრძელებს სიმულირებას.

რა თქმა უნდა, სიმულაციის გამო
შემადგენლობიდან ფეხბურთელი არ გამიყვანია, მაგრამ თავის დროზე დროგბასა და რობენს ამ თემაზე მკაცრად ვესაუბრე",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ღადაოობ?:)
.......
18:29 06-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული