მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერმა ფეხბურთელმა სერ ალექს ფერგიუსონსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარი საკონტრაქტო პირობები წაუყენა, უარის მიღების შემდეგ კი "ეშმაკებში" თამაშზე უარი თქვა.
ჩემპიონშიპის ბირმინგემში მას საშუალოზე საშუალო სეზონი გამოუვიდა; აი, მიმდინარე სეზონში კი "ვესტ ჰემში" უკვე მაღალ დონეზე ათამაშდა.
რაველმა სეზონში 8 შეხვედრაში უკვე 4 გოლი გაიტანა და მათ შორის ერთი უკანასკნელ ტურში "ტოტენჰემთან". "ჩაქუჩები" მას მოქმედი 2-წლიანი ხელშეკრულების ნაცვლად პირობების გაუმჯობესებასა (ხელფასის 12 ათასი ფუნტიდან 65
დასავლეთლონდონელებს ისიც აფიქრებთ, რომ მოქმედი კონტრაქტის თანახმად, საკომპენსაციო თანხა წინასწარ არის განსაზღვრული.
მორისონის წაყვანა მსურველს 19 მილიონ ფუნტად შეუძლია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, მორისონი სექტემბერში "ვესტ ჰემის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვინ არის ეს მორისონი?