ჩრდილოლონდონელთა მიღწევა ლოგიკურად გვეჩვენება. სხვა თუ არაფერი, "არსენალი" ჩემპიონატშიც პირველ ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაშიც დამაჯერებლად ლიდერობს თავის ჯგუფს და ლიგის თასზეც აგრძელებს ასპარეზობას. რაც მთავარია, ის მთელი თვის განმავლობაში ბრწყინვალედ თამაშობდა.
ვენგერის გუნდმა სექტემბერში პრემიერლიგის 4 ტური მოილია, რომელთაგან 4-ივე მოიგო. საერთო ჯამში "მეთოფეებმა" 6-დან 5-ჯერ იმარჯვეს და ერთხელ ფრედ დაასრულეს დაპირისპირება. ამ შეხვედრებში უელსელმა ნახევარმცველმა 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა
როსიცკი ლონდონში რჩება
ჩეხეთის ნაკრებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.
მეორეადგილოსან ბულგარეთს ის 4 ქულით ჩამორჩება. ჩეხებს 11 ოქტომბერს მალტასთან, 15-ში კი ბულგარეთთან გასვლითი თამაშები აქვთ დარჩენილი. ერთი შეხედვით უმოტივაციო შეხვედრებში გუნდს კაპიტანი ტომაშ როსიცკი დააკლდება, ვინც ფეხის ტრავმა სულ ახლახან მოიშუშა და რეციდივის შანსი ჯერ კიდევ დიდია. ლონდონელებმა შესაბამისი თხოვნა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე დღის წინ გაუგზავნეს და თანხმობაც მიიღეს.
33 წლის ვეტერანი სანაკრებო პაუზას კლუბის ბაზაზე გაატარებს და საერთო გუნდურის გარდა, ინდივიდუალურ დავალებებსაც შეასრულებს. ინფორმაცია ფედერაციის ერთ-ერთი ფუნქციონერმა, როსიცკის დიდი ხნის მეგობარმა ვლადიმირ შმიცერმა დაადასტურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია