"ჩემს პოზიციად თავდასხმის ცენტრს მივიჩნევ. ყველამ იცოდა კლუბში, სად მინდოდა თამაში, მაგრამ სხვა პოზიციაზე მაყენებდნენ და ამის გამო განაწყენებული ვიყავი.
ნახევარდაცვაში მაყენებდნენ და ეს არ მინდოდა. ზოჯერ საკუთარი კარიერის გამო ეგოისტი უნდა იყო.
როცა ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, ვგრძნობდი, რომ ნორმალურად ვმოქმედებდი, მაგრამ იქ თამაში არ მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ვიმსახურებდი ჩემს პოზიციაზე თამაშს, თუმცა ასე არ ხდებოდა.
ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და მგონი, ეს ზოგიერთ შეხვედრაზეც აისახა. ვიცი, რომ
თავდასხმის ხაზში რამდენიმე მატჩი ზედიზედ არ ჩამიტარებია, ხოლო, როცა დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზიციაზე არ თამაშობ, საკუთარ ფუნქციებს ვერ ეჩვევი", - თქვა რუნიმ.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით