ზაფხულში "ივუდ პარკიდან" წასვლის შემდეგ ის ისედაც უგუნდოდ იყო. ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირზე და ყველა ლიგაში ერთად აღებული 600-მდე თამაში ჩაატარა და 80-მდე გოლი გაიტანა.
"გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მივიღე, უბრალოდ, აქამდე ამას ხმამაღლა არ ვამბობდი. ასე რომ, დღეიდან უკვე პენსიაზე ვარ. დიდ ფეხბურთში თითქმის 20 წელიწადი გავატარე.
მერფის კარიერის განმავლობაში მოუგია: ასოციაციის თასი (2001), ლიგის თასი (2001, 2003), ინგლისის სუპერთასი (2001), უეფას თასი (2001), ევროპის სუპერთასი (2001). ორჯერ, 2001 წლის ნოემბერსა და 2005 წლის სექტემბერში კი ის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დენი მერფის დარჩენა უნდა