შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ფეხბურთელმა სანაკრებო მატჩების დროს ტრავმა მიიღო.
"იოზილი მწყობრშია. ერთ-ერთ შეხვედრაში მუხლში დარტყმა მიიღო, მაგრამ ახლა კარგადაა. დღეს ის ტესტებს გაივლის და გაირკვევა, შეძლებს თუ არა მესუთი თამაშს 19 ოქტომბერს. მგონი, ყველაფერი კარგად იქნება.
რაც შეეხება ბაქარი სანიას, ის 80 პროცენტით მომჯობინდა, ამიტომ "ნორვიჩთან" მატჩისთვის ის ყველასთან ერთად ჩვეულებრივად გაივლის შემოწმებას.
კასორლა? ის ჯანმრთელადაა, თუმცა ჯერ სასურველ კონდიციებში არ იმყოფება", -
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით