ჟოზე მოურინიო: ინგლისურ ფეხბურთში საქმე არც ისე ცუდადაა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მზადაა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ითანამშრომლოს და დაეხმაროს მას პრემიერლიგის კლუბებში მათივე აღზრდილების რაოდენობის ზრდის საქმეში.

პორტუგალიელის თქმით, მდგომარეობა არც ისეთი საგანგაშოა, როგორადაც ბოლო დროს მას ხშირად ხატავენ.

"დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვარ. თუკი ამ საკითხზე ვინმე დამიკავშირდება, სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს შეხედულებას.

არ ვფიქრობ, რომ განგაშია ასატეხი - ინგლისურ ფეხბურთში ყველაფერი ისე ცუდად ნამდვილად არაა",
- აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს The Guardian-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული