ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტურის წინ: მუნდიალი განაღდებულია, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება

AutoSharing Option
ინგლისური საფეხბურთო სამყარო მშვენიერ ხასიათზეა. მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მთავარი იყო, როგორ სტილში შეძლო მან მიზნის მიღწევა. ორკვირიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგა დღეს განახლდება.

სტუმრად აუტსაიდერთან
VIII ტურს უქმეების ცენტრალური დაპირისპირება გახსნის - "სენტ ჯეიმს პარკს" "ლივერპული" სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა ბოლო ტურში იმარჯვეს, ექსპერტები ფავორიტად მაინც სტუმარს თვლიან. მიზეზი სტატისტიკაში უნდა ვეძებოთ.

ალან პარდიუს გუნდმა შინ ჩატარებული უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 4-ჯერ წააგო და ერთხელ ითამაშა ფრედ. ამას გარდა "ლივერპულს" სოლიდური ფსიქოლოგიური უპირატესობაც
აქვს, რადგან ამავე არენაზე უკანასკნელი შეხვედრა 6:0 მოიგო (ყველაზე სამარცხვინო საშინაო შეხვედრა მოყოლებული 1925 წლიდან). საერთო ჯამში კი 10 მატჩიდან 7-ჯერ დაამარცხა. ამას დაუმატეთ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში "ლივერპულის" 7-თამაშიანი წაუგებელი სერია.

"ეშმაკები" "წმინდანების" წინააღმდეგ
მე-9 ადგილოსანი "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-4 ადგილოსან "საუთჰემპტონს" მასპინძლობს, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია დასაწერადაც და მით უფრო აღსაქმელად. თუმცა იმაზე ხაზგასმაც გვინდა, რომ ამით "წმინდანების" პოტენციალის დაკნინებას არ ვცდილობთ. მერე რა, რომ დევიდ მოიესის გუნდი ცუდ ფორმაშია? რა სტატუსის მფლობელიც არ უნდა იყოს სტუმარი, "ოლდ ტრეფორდზე" ის მაინც აუტსაიდერად ჩაითვლებოდა. გამარჯვების შემთხვევაში "იუნაიტედი" ლიდერებთან ჩამორჩენას თუ არ შეამცირებს, აღარ გაზრდის მაინც. რაღაც ეტაპზე მოქმედი ჩემპიონისთვის ესეც საქმე იქნება.

"საუთჰემპტონს" ზედიზედ სამი თამაში აქვს მოგებული. წესით, ამ სერიას დღეს უნდა დაესვას წერტილი. მეტოქეთა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა მასპინძელთა ცალსახა უპირატესობაზე მეტყველებს. 1990 წლიდან მოყოლებული 17 მატჩიდან "საუთჰემპტონმა" 16-ჯერ წააგო და ერთხელ ითამაშა ფრედ.

აშკარა ფავორიტი
თუკი VIII ტურში ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ წასაგებად არის განწირული, პირველ რიგში, "კარდიფზე", ვისაც "სტემფორდ ბრიჯზე" უწევს სტუმრობა. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ მასპინძელი ფავორიტია, რადგან ინგლისში არაერთი ასეთი ფავორიტი დაცემულა. უბრალოდ "ჩელსი" კარგ ფორმაში შევიდა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ იგებს თამაშებს და თანაც საკმაოდ დამაჯერებლად. საკლუბო ასპარეზს ჩელსელები არაჩვულებრივ ხასიათზე უბრუნდებიან.

სანაკრებო თამაშებში თავი გამოიჩინეს ხუან მატამ (საქართველოსთან), კევინ დე ბრუინმა (უელსთან), ხოლო ანდრეა შიურლემ სულაც ჰეთთრიკი შეასრულა (შვედეთთან) და იოახიმ ლიოვისგან კომპლიმენტი დაიმსახურა, აშკარაა, "ჩელსიმ" ის ერთიორად გააძლიერაო.

ახლა "სიტის" დროა
სანაკრებო პაუზამდე "ვესტ ჰემმა" კარი ხმაურიანად მიხურა. 5-თამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, რასაც "ჩაქუჩების" მე-17 ადგილამდე დაქვეითება მოჰყვა, სემ ელერდაისმა დედაქალაქურ დერბიში "ტოტენჰემი" 3:0 გაანადგურა. ეს იმ დროს, როცა "დიდ სემს" თავდასხმის ხაზი კარგა ხანია, რაც მოსვენების საშუალებას არ აძლევს. პრობლემა იმდენად მომაბეზრებელი იყო, რომ ხელმძღვანელობამ ზაფხულზე გაშვებულ კარლტონ კოულს ხელშეკრულება იანვრამდე შესთავაზა და შემადგენლობაში დააბრუნა.

იანვრიდან კი, წესით, ენდი კეროლი უნდა ჩადგეს მწყობრში. აი, სწორედ ამ პირობებში მოხერხდა "დეზების" ძლევა. მასპინძლებს დღესაც შეუძლიათ მინიმუმ ქულის აღება. რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის": ტურის წინა მიმოხილვებში უკვე გავუსვით ხაზი, რომ "ქალაქელებს" ჩემპიონატში სტუმრად თამაში არ მისდით. მაქსიმალური 9 ქულიდან მანუელ პელეგრინის შეგირდებმა მხოლოდ 1 აიღეს.

ფავორიტების სერია გრძელდება
VIII ტურში "ასტონ ვილამ" პრაქტიკულად ყველასთან მოასწრო თამაში, ვისაც ჩემპიონობის პრეტენზია აქვს ან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მათ შორის იყვნენ "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი". და აი, სერია გრძელდება. "ვილა პარკს" ამჯერად "ტოტენჰემი" სტუმრობს.

პოლ ლამბერტსა და მის სამწყსოს თავი არავისთან შეურცხვენია. უიმედოდ ყოფნა მათ არც ხვალინდელ შეხვედრაში მოუწევთ, მით უფრო, რომ გამოჯანმრთელდნენ და ძირითადს უბრუნდებიან კრისტიან ბენტეკე და გაბრიელ აგბონლაჰორი.

VIII ტური

19 ოქტომბერი. ნიუკასლი. სტ. ჯეიმს პარკი. 15:45
ნიუკასლი-ლივერპული
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, უილიამსონი, იანგა-მბივა, სანტონი - კაბაი, ტიოტე - სისოკო, გუფრანი, რემი - სისე
ლივერპული (3-4-1-2): მინიოლე - სახო, შკრტელი, კ. ტურე - ჰენდერსონი, ჯერარდი, ხ. ენრიკე, სტერლინგი - მოზესი - სუარესი, სტარიჯი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლოჩინი, რ. ტეილორი, ს. ტეილორი, ხონასი, შ. ამეობი - კოუტინიო, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 142 თამაში: +40=35-67 (180-249)

19 ოქტომბერი
არსენალი-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანია, პოდოლსკი, უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა, სანოგო, დიაბი, ზელალემი - პილკინგტონი, ელმანდერი, ე. ბენეტი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +20=17-9 (82-48)

ჩელსი-კარდიფი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ე. კოული, ტორესი, ვან გინკელი, კალაში - კორნელიუსი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +6=7-8 (32-35)

ევერტონი-ჰალი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიბსონი, პიენაარი, ველიოსი, ალკარასი - ჩესტერი, კორენი, ბრეიდი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1 (15-6)

იუნაიტედი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელი, ფერდინანდი, კლევერლი, დ. ფლეტჩერი - არავინ
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +44=16-15 (143-85)

სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუნიესა, უოლტერსი - ფოსტერი, ს. სინკლერი, ტორნი, გერა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +39=21-22 (132-100)

სუონსი-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვორმი, ე. უილიამსი, ბ. დევისი - დოსენა, ვ. ბრაუნი, ვესტვუდი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=4-1 (9-5)

ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ა. დიარა, ჯ. კოლინსი - კომპანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 თამაში: +31=15-39 (127-131)

20 ოქტომბერი
ასტონ ვილა-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოკორე, ბენტეკე, ნზოგბია - როუზი, კაბული, ლენონი, ადებაიორი, კაპუ
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +48=32-57 (200-228)

21 ოქტომბერი
კრისტალ პალასი-ფულჰემი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკარტი, დიკგაჩოი, გ. მარი, გებიდონი, ჯ. უილიამსი, ჰანტი - ბრიგსი, ბანია, ტანკოვიჩი, გრიმერი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=1-4 (4-9)

ბომბარდირები: 6 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 5 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), 4 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), იაია ტურე, სერხიო აგუერო (ორივე მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი, ოლივიე ჟირუ (ორივე არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული