"ნიუკასლის" ფანები სტივენ ჯერარდს ფეხზე წამოუდგნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი "სენტ ჯეიმს პარკზე" გაიმართა, სადაც "ნიუკასლ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.

23-ე წუთზე მასპინძლები იოან კაბაიმ შორეული დარტყმით დააწინაურა, მაგრამ 41-ე წუთზე "ნიუკასლის" მცველმა მაპუ იანგა-მბივამ ხელით დაიჭირა ლუის სუარესი და პენალტი "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაიტანა. ამ ეპიზოდში "ნიუკასლი" 10 კაცით დარჩა, იანგა-მბივა გააძევეს.

მეორე ტაიმში 57-ე წუთზე ათკაციანი "ნიუკასლი" იოან კაბაის პასით პოლ დამეტმა დააწინაურა. "ლივერპულმა" შეძლო ქულის გადარჩენა - 72-ე წუთზე სუარესმა ჩააწოდა და ახლო მანძილიდან თავურით დენიელ სტარიჯმა გაიტანა - 2:2.

მატჩის
შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა შეაქო გუნდის კაპიტანი ჯერარდი: "ის უბრალოდ დიდებულია, უდიდეს სამუშაოს ასრულებს. დიდი ხანი ვაკვირდებოდი მის თამაშს. ალბათ, მან კარიერაში საუკეთესო გოლიც აქ ამ სტადიონზე გაიტანა.

ახლა კი სტივი ისე თამაშობს, თითქოს, ისეთივე ახალგაზრდა იყოს. დიდებული ადამიანი და ფეხბურთელია და გამიმართლა, რომ მასთან მიწევს მუშაობა.

33 წლისაა, კაცმა ორი საერთაშორისო მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა და დღესაც შეძლო ასევე თამაში"
.

ალან პარდიუ (ნიუკასლი): "გაძევება გადამწყვეტი გადაწყვეტილება იყო. მართალია, არ მგონია, რომ მაპუმ ისე მოქაჩა სუარესს, რომ გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ წესი წესია.

მე ამაყი ვარ, რომ "ნიუკასლს" ასეთი ფანები ჰყავს: როცა სტივენ ჯერარდმა კუთხურის ჩამოწოდება სცადა, მას ტრიბუნები მიესალმნენ, რადგან ნაკრები მუნდიალზე გაიყვანა. ასეთი საქციელი კი ფეხბურთს ერთი-ორად ამაღლებს"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული