აქედან მან 145-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა; გაიმარჯვა 64.7% შემთხვევაში; გოლს საშუალოდ 0.73 თამაშში ერთხელ უშვებდა. 31 წლის მეკარეს ძალიან უნდოდა, საიუბილეო შეხვედრა უგოლოდ ჩაეტარებინა, თუმცა მცველების მიერ დაშვებული ბრიყვული შეცდომის გამო მთელი იმედები მე-10 წუთზე წყალში ჩაეყარა.
პეტრს თანაგუნდელებმა ბოლომდე აღარ გაუტეხეს ხათრი და საბოლოოდ 4:1 იმარჯვეს. ჩეხი თამაშის დასრულების შემდეგ მაინც კმაყოფილი ჩანდა. მან მარშალისა და ეტო'ოს
- როცა "ჩელსიში” მოვდიოდი სათამაშოდ, მაშინ ჩემი უპირველესი ამოცანა ძირითადში ადგილის დამკვიდრება იყო. 300 თამაშის ჩატარება კი, ცხადია, უდიდესი პატივია. სამომავლოდაც ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუკი საქმეს ამავე სტანდარტებით მივუდგები, კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევძლებ.
"კარდიფთან” მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა სანაკრებო შეხვედრების შემდეგ "ევერტონთან” დავმარცხდით. ზოგი წინასწარ ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებზე, ზოგი ნერვიულობს, რომ იქ წასვლა არ მოუწევს. ერთი სიტყვით, ბოლომდე კონცენტრაცია ჭირს.
შაბათსაც ნაწილობრივ ასე იყო, მაგრამ მერე ძალები მოვიკრიბეთ და გავიმარჯვეთ. არადა, მეტოქეს ორი შესანიშნავი შანსი ჰქონდა გასატანად. მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარჯზე ნამდვილად დავიმსახურეთ სამი ქულა.
როცა მეკარე მოძრაობით გვარწმუნებს, რომ ბურთის თამაშში შეყვანა უნდა, მას არავინ გაეკარება. თუკი ხელით აპირებს ბურთის თამაშში დაბრუნებას, ესეც გასაგებია, მაგრამ ბურთის ასე ტარება, მარტო იმიტომ, რომ ის შენს ხელშია... არ ვიცი.
აღნიშნულ მომენტში მსაჯს თავად უნდა განესაზღვრა, რას აპირებდა მარშალი. რაც უნდა იყოს, ნამდვილად უჩვეულო მომენტი იყო. ვერც კი ვიხსენებ, ბოლოს როდის ვნახე მსგავსი რამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური: მეცამეტე კაცი პრემიერლიგაში [VIDEO]