ფერნანდო ტორესი: ზოგჯერ მგონია, რომ ქომაგს ჩემი გოლები ჩემზე მეტად უხარია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა "მანჩესტერ სიტისთან" (2:1) მატჩის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, სადაც ესპანელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. იმ სქემაში, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან უფრო მეტი თავისუფალი ზონა მაქვს.

იმედია, გავაგრძელებთ სრულყოფას, როგორც გუნდი. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველოდება.

ამდენი ხნის განმავლობაში გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობდი და მიხარია, რომ გუნდის წარმატებისა და ჩემი გოლების ხილვა შეუძლიათ.

ზოგჯერ მგონია, რომ ქომაგს ჩემი გოლები ჩემზე მეტად უხარია. იმედია, კიდევ ბევრი რამის ჩვენებას შევძლებ ამ სეზონში",
-
თქვა ტორესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული