"მანჩესტერ იუნაიტედი": დევიდ მოიესს დიდი თავისტკივილი ელის

AutoSharing Option
"გარდიანმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებზე წერისას გვაცნობა, რომ ბრაზილიელი ანდერსონი იანვარში აუცილებლად წავა.

25 წლის ნახევარმცველში "ეშმაკებმა" 2007 წელს 28 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და მას შემდეგ მოთამაშისგან სარგებელს უშედეგოდ ელოდებიან. მიმდინარე სეზონში მან სულ 3 თამაში ჩაატარა ჩემპიონატში, აქედან ორჯერ ძირითადში.

VI ტურში შინ "ვესტ ბრომვიჩთან" მარცხის შემდეგ (1:2) დევიდ მოიესს ის განაცხადშიც კი აღარ შეუყვანია. გარდა იმისა, რომ სამხრეთამერიკელი კონკურენციას ვერ უძლებს, როგორც ამბობენ, მას ზედმეტი წონის პრობლემაც აწუხებს. "იუნაიტედი" მზადაა, ანდერსონი 8 მილიონ ფუნტად გაყიდოს. ჯერჯერობით მისით დაინტერესებული
კლუბების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ანდერსონის გარდა, მოიესს სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება კიდევ მოუწევს. უახლოეს ორ წელიწადში კლუბთან 12 ფეხბურთელს ეწურება კონტრაქტი. ჩვენ მხოლოდ სიას შემოგთავაზებთ, დასკვნები თავად გააკეთეთ, თუ რამხელა თავისტკივილი აქვს გადასატანი 50 წლის შოტლანდიელს. 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებენ:

ფაბიო, რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, მაიკ კერიკი, რაიან გიგზი; 2015-ში ხელშეკრულებები უმთავრდებათ: ბენ ეიმოსს, დარენ ფლეტჩერს, ანტონიო ვალენსიას, ტომ კლევერლის, ანდერსონსა და რაც მთავარია, უეინ რუნის. ამ ეტაპზე 12-დან მხოლოდ 1 მოთამაშის ბედია გადაწყვეტილი. ეს არის ევრა, ვინც თავად განაცხადა, რომ დარჩენას არ აპირებს.

პირველად 10 თვის შემდეგ
"იუნაიტედის" შოტლანდიელ ნახევარმცველს, 29 წლის დარენ ფლეტჩერს წყლულოვანი კოლიტი 2011 წლის დეკემბრის შემდეგ სტანჯავდა. ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება, რაც ყოველ 100 ათას კაცზე მხოლოდ 35-40 ადამიანს ემართება.

დარენს ის განსაკუთრებით გაურთულდა. შარშან, შემოდგომის მიწურულს ფეხბურთელმა კარიერა განაახლა, თუმცა სულ რამდენიმე თამაში ჩაატარა და ლაზარეთს დაუბრუნდა. ფლეტჩერი საყვარელ საქმეს ორშაბათს, "იუნაიტედისა" და "ფულჰემის" 21-წლამდელთა გუნდების მატჩში დაუბრუნდა. მოედანზე მან 68 წუთი გაატარა.

"ურთულესი პერიოდი გადავიტანე. საბედნიეროდ, გარს ერთგული ხალხი მახვევია. რომ არა ისინი, ნამდვილად არ მექნებოდა სათანადო მოტივაცია,
" - თქვა ფლეტჩერმა თამაშის დასრულების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: ეს "ქამბექი" დავიმსახურეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული