"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი: "ნორვიჩის" კარში პენალტი არ იყო [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის ასისტენტმა სტივ რაუნდმა "ნორვიჩთან" (4:0) ინგლისის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პირველი გოლის მომენტში არბიტრმა შეცდომა დაუშვა, როცა ანდანე იანუზაეზე წესების დარღვევის გამო პენალტი დანიშნა, რომელიც "ჩიჩარიტომ" გოლად აქცია.

"არ მგონია, რომ იმ ეპიზოდში პენალტი იყო. ჩემი აზრით, ჩვენს ფეხბურთელს ფეხი დაუცდა და არბიტრის გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი იყო "ნორვიჩისთვის".

სხვა მხრივ, ამ მომენტმა გადამწყვეტი როლი არ ითამაშა, რადგან "იუნაიტედმა" კიდევ სამი გოლი გაიტანა.

ხავიერ ერნანდესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ძალიან უყვარს გატანა და ყველანი
ვხედავთ, როგორ იხარჯება ის ვარჯიშებზე. მას ჰეთ თრიქის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა",
- თქვა რაუნდმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული