ჩემპიონატისგან განსხვავებით, ის ხშირად თამაშობს ევროპალიგაზე, სადაც 4 მატჩში 6-ჯერ გამოიჩინა თავი. "დეილი მეილის" ინფორმაციით, დეფოს გადაბირება MLS-ის "ტორონტოს" აქვს გადაწყვეტილი, რომელსაც "დეზების" ყოფილი ფეხბურთელი, 36 წლის რაიან ნელსენი წვრთნის. ახალზელანდიელი "უაით ჰართ ლეინზე" 2012 წლის პირველ ნახევარში თამაშობდა და დეფოს თამაშის სტილს
არ გვგონია, დეფო ოკეანის გაღმა კარიერის გაგრძელებაზე მსოფლიოს ჩემპიონატამდე დათანხმდეს. მას უნდა ესმოდეს, რომ ის ამ შემთხვევაში საკუთარი ხელით გადაჭრის ნაკრებთან დამაკავშირებელ ძაფებს.
ნელსენი, დეფოს გარდა, სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. "სქაი სპორტს იტალიის" მტკიცებით, კანადური კლუბი იტალიის ნაკრებისა და "ჯენოას" 31 წლის შემტევის, ალბერტო ჯილარდინოს გადაბირებაზეც მუშაობს. "ჯილას" აგენტმა ბეპე ბოცომ უკვე გამართა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი.
"ტორონტო" სამი წლის განმავლობაში აპენინელს 7 მილიონ ევროს გადაუხდის, გენუური კლუბი კი კომპენსაციის სახით 6 მილიონს მიიღებს. დეფოს გარდა, სანაკრებო ამბიციები ჯილარდინოსაც აქვს და ამგვარი გარიგება "აძურაში" მის სტატუსზეც აისახება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურინის "იუვენტუსი" იანვარში ალბერტო ჯილარდინოს გადაბირებას შეეცდება