ჯერმეინ დეფო ეთიკური და სპორტული ღირებულების დაცვისთვის დააჯილდოეს

AutoSharing Option
იტალიურმა სპორტულმა გამოცემა ''გაზეტა დელო სპორტმა'' ''ბორნმუთის'' ფორვარდი ჯერმეინ დეფო ეთიკური და სპორტული ღირებულებების დამცველის ჯილდოთი დააჯილდოვა.

ვეტერანი შემტევი, გასულ სეზონში ''სანდერლენდში'' ასპარეზობის დროს, კიბოთი დაავადებულ ბავშვს, ბრედლი ლოუერსს მუდმივად საავადმყოფოში აკითხავდა და ყურადღებას აქცევდა.

ლოუერსი ''სანდერლენდის'' ფანი იყო და იგი ივლისში გარდაიცვალა.

''პირველად ბრედლის ''სანდერლენდის'' გასახდელში შევხვდი და მივხვდი, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან მქონდა.

ამ მომენტიდან ეს ბავშვი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მისმა ოჯახმა კი შექმნილი სიტუაცია აღმიწერა.

ვამაყობ, რომ მისი მეგობარი ვიყავი. ბრედლის შესახებ ყოველდღე ვფიქრობ, იგი
ჩემი ცხოვრების არსად იქცა'', - განაცხადა დეფომ. 

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული