ინგლისი. პრემიერლიგა. X ტურის წინ: ლონდონი მერსისაიდის წინააღმდეგ

AutoSharing Option
პრემიერლიგის X ტური გამორჩეულ საფეხბურთო უქმეებს გვპირდება. ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი წყვილებს თვალს გადაავლებთ. მინიმუმ სამზე შეიძლება იმის თქმა, რომ საინტერესო ჯახი გველოდება. ვგულისხმობთ "ნიუკასლი"-"ჩელსის", "ევერტონი"-"ტოტენჰემისა" და, რაც მთავარია, "არსენალი"-ლივერპულის" შეხვედრებს. მოდი, ტურის წინა სიტუაციაზე ლაპარაკი ცენტრალური მატჩით დავიწყოთ.

"არსენალის" მძიმე დღეები
"ემირეიტსზე" ერთმანეთს პრემიერლიგის პირველი და მესამე გუნდები ხვდებიან. მეტოქეებს ერთმანეთისგან მხოლოდ ორი ქულა ჰყოფთ. ჩემპიონატში აქამდე ორივე გუნდი კარგად თამაშობს.

განსაკუთრებით სტაბილურია "არსენალი", ვინც ბოლო 3-დან 2 მატჩი დათმო, მაგრამ ერთი ჩემპიონთა ლიგაში და ერთიც ლიგის თასზე. რაც
შეეხება სეზონის უმთავრეს ტურნირს, "მეთოფეებმა" ზედიზედ 7 თამაში მოიგეს, IX ტურში კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.

"კრისტალ პალასთან" ამის გაკეთება განსაკუთრებულ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს განსხვავებით "ლივერპულისგან", ვისაც ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე დუეტი ჰყავს თავდასხმაში, თუ არა ყველაზე მრისხანე. საკმარისია ბომბარდირთა სახელებს გადაავლოთ თვალი,

აღმოაჩენთ, რომ 3-დან 2 "წითლებს" წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩრდილოლონდონელები შინ ძლიერად თამაშობენ, მაგრამ "ლივერპულს" სტუმრად 8 თამაშია არ წაუგია, 6-ჯერ კი სულაც ორი ან მეტი გოლი გაიტანა. "არსენალს" დღევანდელი საღამოს გარდა უახლოეს მატჩებზეც უწევს ფიქრი.

მათ ჯერ დორტმუნდში "ვესტფალენშტადიონზე", მერე კი მანჩესტერში "ოლდ ტრეფორდზე" უწევთ თამაში. თუკი ვენგერის გუნდმა ამ ყველაფერს გაუძლო, მაშინ თამამად შეგვეძლება ის სეზონის უმთავრეს ფავორიტთა შორის ჩავწეროთ.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს: არსენ ვენგერის ეპოქაში "მეთოფეები" "ლივერპულთან" სახლში იშვიათად მარცხდებიან, თუმცა 2010 წლის შემდეგ პრინციპულ მეტოქესთან ორჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ კი წააგეს. მართალია, მიმდინარე სეზონში მეტოქეები მძლავრი შეტევით გამოირჩევიან, თუმცა სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო წლებში მათი დაპირისპირებები ნაკლებად შედეგიანია.

აუღებელი ციხე
ჟოზე მოურინიოსთვის "სენტ ჯეიმს პარკზე" გამარჯვება პრინციპის ამბავია, რადგან ეს სტადიონი იმ იშვიათ ციხე-სიმაგრეთა შორის შედის, სადაც პორტუგალიელს ბრძოლა ჯერ არასოდეს მოუგია. "ემირეიტსზე" გასამართ შეხვედრაზე ზემოთ მოგახსენეთ.

ლონდონური მატჩის შედეგების გათვალისწინებით "ჩელსის" პირველ საფეხურზე გადანაცვლება შეუძლია. ალან პარდიუს გუნდმა ზედიზედ ორი თამაში წააგო: "სანდერლენდთან" ჩემპიონატში, "მანჩესტერ სიტისთან" ლიგის თასზე. ექსჩემპიონის ნახევრად სარეზერვო შემადგენლობასთან მარცხს გულშემატკივარი გუნდს კიდევ აპატიებს,

აი, დერბიში ნაწვნევი სირცხვილის დასავიწყებლად კი "ნიუკასლს" სწორედ "ჩელსის" მსგავს ძლიერ ოპონენტთან სჭირდება რეაბილიტაცია. რაც შეეხება ტაინსაიდის სტუმარს, უკანასკნელი 9 თამაშიდან 8 მოგებული აქვს, თანაც 6 ზედიზედ.

დაღლილი "ტოტენჰემი"
ტურის რანგით მესამე ყველაზე საინტერესო თამაში ლივერპულის "გუდისონ პარკზე" გაიმართება, სადაც სათამაშოდ "ტოტენჰემი" ჩადის. მასპინძელი კარგ ფორმაშია. გუნდმა უკვე ჩაავლო ხელი რობერტო მარტინესის იდეებს და ნელ-ნელა, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე პროგრესირებს. ამას გარდა, "ევერტონს" დასვენებისთვის დროც მეტი ჰქონდა.

"ტოტენჰემს" ოთხშაბათს ლიგის თასზე "ჰალის" დასამარცხებლად 120 წუთიც კი არ ეყო და მიზნის მისაღწევად ჩვეულებრივზე ხანგრძლივი, მომქანცველი პენალტების სერია დასჭირდა. შეძლებენ თუ არა ჩრდილოლონდონელები ჩემპიონატზე ყურადღების გადატანას, ამას ხვალინდელი დაპირისპირება გვიჩვენებს.

"დეზებმა" ლივერპულში ბოლოს 2007-ში იმარჯვეს, უკანასკნელი 3 შეხვედრა კი ზედიზედ დათმეს, თანაც სამჯერვე ერთი ბურთის სხვაობით. დარწმუნებულები ვართ, მატჩი ამჯერადაც ძალიან დაძაბული იქნება.

X ტური

2 ნოემბერი. ლონდონი. "ემირეიტსი". 21:30
არსენალი-ლივერპული
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - რემსი, არტეტა - იოზილი, კასორლა, უილშირი - ჟირუ
ლივერპული (3-4-1-2): მინიოლე - კ. ტურე, სახო, შკრტელი - გ. ჯონსონი, ლუკასი, ჯერარდი, ჰენდერსონი - მოზესი - სტარიჯი, უარესი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პოდოლსკი, უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფლამინი, სანოგო, დიაბი, გნაბრი, ზელალემი - ხ. ენრიკე, ასპასი, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 179 თამაში: +65=48-66 (242-249)

2 ნოემბერი
ნიუკასლი-ჩელსი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლოჩინი, რ. ტეილორი, ხონასი, ს. ტეილორი - ვან გინკელი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 129 თამაში: +43=34-52 (166-186)

ფულჰემი-იუნაიტედი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰანგელანდი, ბრიგსი - უელბეკი, ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +7=10-33 (55-118)

ჰალი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკგრეგორი, ბრუსი, ჩესტერი, ბრეიდი, ფაიე, ალუკო - ბრაუნი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=0-6 (2-13)

სიტი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, იოვეტიჩი - სნოდგრასი, ე. ბენეტი, ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +25=16-6 (86-46)

სტოკი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უელანი, უილკინსონი - ს. დევისი, ოსვალდო, დო პრადო
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +10=8-18 (49-63)

ვესტ ბრომ.-პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი, სინკლერი, ტორნი, ამალფიტანო, გერა - მაკარტი, მარი, უილიამსი, ჰანტი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +15=12-9 (47-41)

ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტომკინსი, კეროლი, ვას ტე, მ. ტეილორი, დიარა, კოლინსი, პეტრიჩი - ჯ. ბენეტი, ოკორე, აგბონლაჰორი, ლუნა, გარდნერი, ნზოგბია
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +31=27-32 (145-143)

3 ნოემბერი
ევერტონი-ტოტენჰემი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიბსონი, ჰეიტინგა, კონე, ველიოსი, ალკარასი - როუზი, ნაუტონი, შადლი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +48=48-55 (200-231)

კარდიფი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კორნელიუსი - შელვი, შიტუ, ბ. დევისი, ალფეი, დონელი, მიდი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=5-8 (16-23)

ბომბარდირები: 8 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 7 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 6 - ლუის სუარესი (ლივერპული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული