68-ე წუთზე იოან კაბაის საჯარიმო თავით გოლად იოან გუფრანმა გარდასახა.
89-ე წუთზე ანიტა მარცხენა ფლანგზე გაუმკლავდა მცველებს და ლოიკ რემის საგოლე პასი გადააწოდა, რემის დარტყმული ჯერ ძელს მოხვდა, მერე კი პეტრ ჩეხის კარში შევარდა.
"ჩელსი" 20 ქულით მესამე ადგილზეა, "ნიუკასლი" კი 14 ქულით ცხრილის ზედა ნაწილში ავიდა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "შესაძლოა, მეტოქეს არ დაუმსახურებია გამარჯვება, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ მარცხი. პირველ ტაიმში ადვილი სათამაშო იყო, რადგან
ჩვენ ბურთით და უბურთოდ არააგრესიულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნდა შეგვექმნა რამე სახეირო. რა თქმა უნდა, გოლის მერე ჩვენ უფრო ვიმსახურებდით გატანას, ვიდრე "ნიუკასლი", მაგრამ საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა".
ალან პარდიუ (ნიუკასლი): "ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ. პირიქით, პირველი ტაიმი ერთ-ერთი უარესი იყო ჩვენთვის ამ სეზონში. მეორეში კი შევუტიეთ მეტოქეს. გუფრანის გოლი კი გადამწყვეტი გამოდგა".