ლიდერთა დაპირისპირებაში ანგარიში სანტი კასორლამ მე-19 წუთზე გახსნა, მან ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, შემდეგ კი თავადვე დაამატა.
59-ე წუთზე მესუთ იოზილის პასით აარონ რემსიმ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა - 2:0.
"არსენალმა" 10 მატჩში 25 ქულა დააგროვა და "ჩელსის" და "ლივერპულს" 5-5 ქულით დაშორდა.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ბიჭებმა სრული კონცენტრაციით ითამაშეს. ბურთს დინამიურად ათამაშებდნენ. ეს იყო შთამბეჭდავი გამარჯვება კარგი გუნდის წინააღმდეგ".