დუბლი ურუგვაელი ლუის სუარესის ანგარიშზეა, ერთი გოლიც სლოვაკმა მარტინ შკრტელმა გაიტანა. ანგარიში კი ვენესუელელი ფერნანდო ამორებიეტას შეცდომით გაიხსნა, ბასკმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მატჩის შემდეგ "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა შეაქო სუარესი: "სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია. ბევრი ადამიანი გვახსენებს მის საქციელებს წარსულში, მაგრამ მე მას ვაფასებ, როგორც ფეხბურთელს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიო კლასის ვარსკვლავია".
თავად ჯერარდი ბრენდან როჯერსმა ტრავმის გამო შეცვალა, მატჩის შემდეგ კი
"სტივენს მცირე პრობლემა აქვს, წელი სტკივა. მართალია, ჯერ სამედიცინო სტაფთან არ მილაპარაკია, მაგრამ მას არაფერი სერიოზული არ სჭირს.
ჯერარდი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ისე ვერავინ ამარაგებს პასებით თანაგუნდელებს, როგორც ამას სტივენი ახერხებს. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე თამაშამდე, სად ჩააწოდოს საჯარიმო და კუთხური და ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, რომ სტივენს ჩემი დავალება ხუთიანზე არ შეესრულებინოს".