ის BBC-ის გადაცემა "დღის მატჩის" ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარია. მის აზრს სამშობლოში აფასებენ და პატივს სცემენ. 43 წლის საფეხბურთო ექსპერტს მიაჩნია, რომ:
- "არსენალი" იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, თუკი იანვარში ბენზემას კალიბრის თავდამსხმელს შეიძენს. დიახ, ეს ადრე უკვე ვთქვი და ამავე აზრზე ვრჩები.
კვირას "ოლდ ტრეფორდზე" "მეთოფეები" უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ. სტუმართა შუახაზელების თამაშში არ შეინიშნებოდა ის ცეცხლი და მონდომება, რასაც წინა შეხვედრებში ვხედავდით. მაგალითად, "ემირეიტსზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ ლონდონელებმა მეტოქის მცველები დატანჯეს, მანჩესტერში კი მსგავსი ზეწოლა ცენტრალურ მცველებს უკვე აღარ უგრძვნიათ.
ოლივიე ჟირუმ სეზონი ნამდვილად კარგად დაიწყო, მაგრამ "იუნაიტედთან" ის უკვე ძალიან დაღლილი იყო. ჩემპიონატში "არსენალის" სტარტზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუკი ზამთარში გუნდი ტოპ-თავდამსხმელით გაძლიერდა, ხალხი უკვე სერიოზულად აღიქვამს ჩრდილოლონდონელთა ამბიციებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალან შირერი: დროა, უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს