აიტორ კარანკას პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი

AutoSharing Option
BBC-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი და შემდგომ უკვე "სამეფო კლუბში" ჟოზე მოურინიოს ასისტენტი აიტორ კარანკა "მიდლსბროს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 40 წლის სპეციალისტს იან ჰოლოვეის გათავისუფლების შემდეგ თავისთან "კრისტალ პალასი" იწვევდა, თუმცა ესპანელმა ლონდონელებს უარი შეუთვალა და სამუშაოდ ჩემპიონშიპს მიაშურა.

2006 წელს აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კარანკა ესპანეთის ბავშვთა ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა, 2010-ში კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნდა და მოურინიოს შტაბის წევრი გახდა. უმაღლეს დონეზე დამოუკიდებლად მას ჯერ არასოდეს უმუშავია, ასე რომ, რივერსაიდელთა მხრიდან მისი მიწვევა, გარკვეულწილად, რისკია. ტონი მოუბრეის
ხელმძღვანელობით, "მიდლსბრომ" 15 თამაშში მხოლოდ 16 ქულა აიღო და ცხრილშიც მე-16 ადგილს იკავებს.

ბასკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ბორო" პირველ თამაშს 23 ნოემბერს, ლიდსის "ელანდ როუდზე" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აიტორ კარანკას უარი მადრიდის "რეალსა" და ლონდონის "ჩელსის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული