არსებობს მხოლოდ ერთი ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
"ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ჟოზე მოურინიო არსებობს, მაგრამ ჩემ შესახებ საუბარი ძალიან ბევრ ადამიანს სურს, მათ შორის ისეთს, ვინც საერთოდ არ მიცნობს," - განაცხადა ჟოზე მოურინიომ იაპონურ ჟურნალ Sports Graphic Number-თან საუბრისას.

"ჩელსის" მწვრთნელის თქმით, მადრიდის "რეალში" ყოფნისას მას შინჯი კაგავას შეძენა სურდა: "მე მსურდა, რომ კაგავას "რეალში" ეთამაშა. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ და მე ვუთხარი, რომ ჩემი პირველი არჩევანი იოზილი იქნებოდა, რადგან არ მსურდა, რომ მისთვის რამე დამემალა. საბოლოოდ, კაგავამ "მანჩესტერ იუნაიტედში" არჩია გადასვლა, რადგან იფიქრა, რომ ინგლისში უფრო ხშირად
ითამაშებდა".

50 წლის სპეციალისტს ფეხბურთელებთან ურთიერთობის შესახებაც ჰკითხეს: "თავისუფლად შესაძლებელია, რომ მწვრთნელი და შეგირდი მეგობრები გახდნენ. როდესაც "ჩელსიში" დავბრუნდი, ფრენკ ლამპარდს ვუთხარი, რომ ის უკვე 35 წლის იყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებდა, თუ საუკეთესო ფორმაში იქნებოდა და კონკურენტებს აჯობებდა, მან კი მიპასუხა, რომ ძალიან დიდი ხანია მიცნობს და დარწმუნებული იყო, რომ ამას ვეტყოდი. თუ მწვრთნელს და ფეხბურთელს ერთმანეთის ესმით, მაშინ შეიძლება, რომ ისინი მეგობრებიც იყვნენ".

ინტერვიუს ბოლოს კი პორტუგალიელმა იმ საინტერესო რიტუალზე ისაუბრა, რომელსაც ყოველი მატჩის წინ ატარებს: "თამაშის წინ, ჩემ ოთახში ბიბლიის კითხვა მიყვარს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთ ან ორ თავს ვკითხულობ და ყოველთვის დადებით ხასიათზე ვდგები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარსელ დესაი "ჩელსის" აკრიტიკებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული