ალექს ფერგიუსონის 45 შეცდომა

AutoSharing Option
"მირორის" სტატიაში ვკითხულობთ, რომ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიულ წიგნში მკითხველებმა 45 ფაქტობრივი შეცდომა აღმოაჩინეს. წიგნის გამომცემელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველას დაუბრუნონ მათ მიერ გადახდილი თანხა, თუკი ისინი წიგნით უკმაყოფილონი დარჩებიან.

შეცდომათა შორის თვალშისაცემია რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, ფერგიუსონის მტკიცებით, რაიან გიგზს "იუნაიტედში" დებიუტი 16 წლისას ჰქონდა, მაშინ, როცა უელსელი რეალურად 17-ისა გახლდათ; შოტლანდიელის წიგნში წერია, რომ კარდიოსტიმულატორი მას 2002 წლის აპრილში ჩაუდგეს, არადა, ოპერაცია ფერგის 2004-ის მარტში ჩაუტარდა;

ასევე, არაზუსტია მტკიცება, რომ "ოლდ ტრეფორდზე" გატარებული 26 წლის განმავლობაში მას
11 წელიწადი აქვს გატარებული როი კინის გვერდით. ირლანდიელმა "იუნაიტედში" 12 სეზონი (1993/2005) ითამაშა; ასევე ვკითხულობთ, რომ რიო ფერდინანდმა ლიგის თასის 1/2-ფინალში 2009 წელს გაუტანა გოლი "მანჩესტერ სიტის", მაშინ, როცა ეს ერთი წლით გვიან მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: ნემანია ვიდიჩს 2009 წელს კოსოვოში საომრად წასვლა უნდოდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული