ჟოზე მოურინიო ტიბო კურტუას აშანტაჟებს - თუ ხელს არ მოაწერ, სკამზე დაგალპობ!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ძალას არ იშურებს, რათა ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა ლინდონურ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე დაითანხმოს.

ამ დროისთვის ბელგიელი, რომელზე უფლებებიც "ჩელსის" ეკუთვნის, იჯარის წესით "ატლეტიკოში" ირჯება. მადრიდში გოლკიპერის საკმაოდ კარგი თამაში კი "ლურჯების" ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ეს უკანასკნელი ცდილობს, კურტუასთან ახალი შეთანხმება გააფორმოს.

ტიბოს მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ორნახევარი სეზონია. ესპანური გამოცემა Marca კი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჟოზე მოურინიო ცდილობს, ეს ვადა 2019 წლამდე გაგრძელდეს.

თურმე პორტუგალიელი იმდენადაა მონდომებული, რომ შანტაჟზეც
კი მიდის.

ამბობენ, რომ თუკი კურტუა უარს იტყვის "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, მოურინიო ფეხბურთელის იჯარით გაშვებას აღარ დათანხმდება და 2016 წლამდე (მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადამდე) სათადარიგოთა სკამზე "ამოალპობს".

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ახალგაზრდა მეკარით "ბარსელონაა" დაინტერესებული. კატალონიელებს ვიქტორ ვალდესის შემცვლელის მოძებნა მართებთ, რომელიც კლუბს მომავალ ზაფხულს დაემშვიდობება.

თავის მხრივ, მოურინიო კურტუას პეტრ ჩეხის შემცვლელად განიხილავს და მის სხვაგან გაშვებას არ აპირებს. წყაროს ცნობით, იგეგმება მეკარის სატრანსფერო ფასის განზრახ არაბუნებრივად გაზრდაც. დღეს კი, თუკი "ბარსელონა" მის შეძენას მოინდომებს, 25 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოურინიო ცნობილი შანტაჟისტი, ჭორიკანა და ...
ასა
04:32 23-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული