ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტურის წინ: სცენაზეა შესანიშნავი სამეული

AutoSharing Option
დღეს-ხვალ ინგლისში ძალიან საინტერესო საფეხბურთო წარმოდგენები გაიმართება.

"მანჩესტერ სიტი"-"ტოტენჰემის" ცენტრალურ შეხვედრას თავი რომ დავანებოთ, გველის ლივერპულური დერბი. ამას გარდა ერთმანეთს ხვდებიან ჩემპიონატის პირველ და მესამეადგილოსნები.

სამივე შეხვედრა კარგი სანახავი უნდა იყოს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს მაინც "ეტიჰადზე" დანიშნული მატჩი იწვევს, სადაც ჩემპიონატის ფავორიტთა ჯგუფში შემავალი, მაგრამ კრიზისში ჩაფლული გუნდები უპირისპირდებიან.

ტურის წინა მიმოხილვას ჩვენც ამ შეხვედრით დავიწყებთ.

უძლეველი ეტიჰადი
იმის გათვალისწინებით, თუ რა დონეზე თამაშობს "მანჩესტერ სიტი" საშინაო არენაზე, ალბათ არ ვიქნებით მართლები, თუკი მას "ტოტენჰემთან" ფავორიტად არ გამოვაცხადებთ.
"ქალაქელებს" პრობლემები აქვთ ნახევარდაცვაში: ნამდვილად არ იქნება დავიდ სილვა, საეჭვოა, ფერნანდინიოს ასპარეზობაც.

ამის მიუხედავად, გვგონია, რომ წარმატებების შთამბეჭდავი სერიის შეწყვეტა მასპინძლებს არ უნდა ემუქრებოდეთ. შემადგენლობის მხრივ არანაკლები გასაჭირი აქვს სტუმარსაც, რომელსაც კრისტიან ერიქსენი არ ეყოლება.

შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, თუმცა "ტოტენჰემს" ამ ეტაპზე უფრო მარტივად შეუძლია საკადრო პრობლემების გადაწყვეტა, ვიდრე მის მეტოქეს. დანიელის დანაკლისი სერიოზულია, თუმცა გარდაუვალი წაგების მაცნე მაინც არ არის.

სტატისტიკას თვალი გადავავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 16 შეხვედრიდან ჩრდილოლონდონელებმა 8-ჯერ იმარჯვეს და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდნენ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "სიტის" მხარეს არის. ვიცე-ჩემპიონმა ამ მეტოქეს ბოლო 5-დან 4 თამაში მოუგო.

უძველესი დერბი
XII ტური "გუდისონ პარკზე" "ევერტონი"-"ლივერპულის" ზეპრინციპული დაპირისპირებით გაიხსნება.

მერსისაიდული დერბი იმ კატეგორიის შეხვედრებში გადის, სადაც სტატისტიკასა და სატურნირო მდგომარეობას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, გუნდების წინასამატჩო განწყობა. გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ისეთმა წვრილმანმა გადაწყვიტოს, რომელსაც წინასწარ ვერასოდეს წარმოიდგენ.

და მაინც, რისი თქმა შეიძლება გუნდებზე?

"ევერტონმა" მიჯრით ორი ტური დაასრულა უგოლო ფრეებით. ზოგადად "ევერტონის" დამარცხება რომ ჭირს, ეს თვალნათლივ მტკიცდება ცხრილზე თვალის გადავლებითაც კი.

თანაქალაქელისგან განსხვავებით "ლივერპული" პირიქით, შედეგიანად თამაშობს. ბრენდან როჯერსის გუნდს გარკვეული პრობლემა შეიძლება იმან შეუქმნას, რომ მცირე დაზიანება მიიღო დენიელ სტარიჯმა.

კლუბმა ლუის სუარესს სამხრეთი ამერიკიდან დროულად დასაბრუნებლად კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა. "წითლების" ლიდერს, წესით, ძალების აღდგენა უნდა მოესწრო.

ისევ უილშირის გარეშე
თუკი მხოლოდ ცხრილით ვიხელმძღვანელებთ, ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში "ემირეიტსზე" გაიმართება.

წინა ტურში მარცხის მიუხედავად, "არსენალმა" ლიდერობა შეინარჩუნა და კიდევ ერთმა ფეხის დაცდენამ "მეთოფეები" შეიძლება ტახტიდან ჩამოაგდოს. ამაზე მეტი მოტივაცია კი რაღა უნდა იყოს?

არსენ ვენგერს მორიგ საკადრო პრობლემებთან მოუწევს გამკლავება. გერმანიის ნაკრებთან ტრავმა მიიღო ჯეკ უილშირმა. დიდი ალბათობით ის შაბათს ვერ ითამაშებს.

ფორმის პიკს ბევრი უკლია ოლივიე ჟირუსაც, ვისაც კლუბში დასვენების საშუალება არ ეძლევა, რადგან "არსენალს" მისი შემცვლელი არ ჰყავს.

"საუთჰემპტონიდან" ნაკრებში სამი ფეხბურთელი (ლამბერტი, ლალანა, როდრიგესი) იყო გამოძახებული, თუმცა "უემბლიზე" ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მათ სერიოზული ძალისხმევა მოუწევთ ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად.

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური
23 ნოემბერი
ევერტონი-ლივერპული 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიბერტი, გიბსონი, კონე - ენრიკე, ასპასი, სტარიჯი, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 179 თამაში: +52=57-70 (203-245)

არსენალი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: მატიო ფლამინი -
ტრავმა: როსიცკი, პოდოლსკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო, დიაბი - კორკი, გული
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 თამაში: +36=20-16 (123-75)

ფულჰემი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: საშა რიტერი -
ტრავმა: ბრიგსი, როდალიეგა - მიჩუ, ერნანდესი, მონკი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=1-4 (15-14)

ჰალ სიტი-პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკგრეგორი, ჩესტერი, ბრეიდი, ალუკო, ქუინი - მაკარტი, ტომასი, მარი, ჰანტი, გედიურა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +1=7-4 (9-14)

ნიუკასლი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: მატიო დებუში -
ტრავმა: რ. ტეილორი - ვან ვოლფსვინკელი, პილკინგტონი, ბენეტი, ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +13=8-9 (50-37)

სტოკ სიტი-სანდერლ. 19:00
დისკვალიფიკაცია: - ლი კატერმოული, ანდრეა დოსენა
ტრავმა: პალასიოსი, უილკინსონი, აირლანდი - დონ ვონი, ბორინი, კნოტი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +28=25-35 (97-117)

ვესტ ჰემი-ჩელსი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიდი, მაკარტნი, რაცი, კეროლი, ვას ტე, ტეილორი, ობრაიენი, კოლინსი, პეტრიჩი - კოული, ტორესი, ვან გინკელი, კალაში
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 თამაში: +33=17-35 (135-140)

24 ნოემბერი
სიტი-ტოტენჰემი 17:30
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ლესკოტი, ნასტასიჩი, კლიში - ი. ტურე, ხ. გარსია, ნასრი, ნავასი - აგუერო, ნეგრედო
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კაბული, ვერტონგენი - პაულინიო, დემბელე - სიგურდსონი, ჰოლტბი, ტაუნსენდი - სოლდადო
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, სილვა, ფერნანდინიო, იოვეტიჩი - როუზი, ადებაიორი, შადლი, ერიქსენი, ფრაიერსი, კეინი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 125 თამაში: +46=30-49 (183-172)

კარდიფი-იუნაიტედი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კორნელიუსი, ოდემვინგე, გესტედე, გუნარსონი - რაფაელი, ჯონსი, ვიდიჩი, კერიკი, უელბეკი, ვან პერსი, ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +6=7-11 (37-45)

26 ნოემბერი
ვესტ ბრომ-ასტონ ვილა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი, სინკლერი, მაიჰილი, გერა, ჯონსი, ანელკა - გუზანი, ჯ. ბენეტი, ოკორე, კლარკი, ვაიმანი, აგბონლაჰორი, ლუნა, დელფი, ბენტეკე, გარდნერი, ნზოგბია
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 106 თამაში: +35=26-45 (142-156)

ბომბარდირები:
8 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 7 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული