არსენ ვენგერი: ევროპაში ჭეშმარიტად მაღალი კლასის ფორვარდების დეფიციტია [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერლიგის XII ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 ნოემბერს გამართულ მატჩში "არსენალმა" ლონდონში "საუთჰემპტონი" მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი დუბლით ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა.

როგორც ირკვევა, "მეთოფეთა" თავკაცი ახლაღა მიხვდა, რატომაა "საუთჰემპტონი" ცხრილის ლიდერთა შორის. ვენგერმა ჟირუზეც ილაპარაკა და ევროპაში მაღალი კლასის ფორვარდების სიმცირესაც გაუსხვა ხაზი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვუგეთ ისეთ ძლიერ გუნდს, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალე შედეგებით იწონებს თავს.

მართალია, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ საკუთარი მომენტები, მაგრამ
სამაგიეროდ ვისარგებლეთ მეტოქის შეცდომებით. შედეგად კი ბრწყინვალე გამარჯვებას მივაღწიეთ საკმაოდ ძლიერ გუნდთან.

მეტოქემ ძლიერი წინააღმდეგობა გაგვიწია. დღეს ჩვენ გავიგეთ, თუ როგორ მოხდა, რომ "საუთჰემპტონმა" "ლივერპულს" აჯობა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი ფრედ ეთამაშა.

რაც შეეხება ჟირუს, ესაა ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის მზადაა ბრძოლისთვის. ბოლო დროს მან მნიშვნელოვნად მოუმატა კომბინაციური თამაშის თვალსაზრისით.

ევროპაში კვლავაც მრავლადაა ფანტასტიკური ფეხბურთელი, მაგრამ თუ ყურადღებით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ჭეშმარიტად მაღალი კლასის ფორვარდები სულ უფრო იშვიათობაა.

გაიხსენებთ რა ხდებოდა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. სამხრეთამერიკელებზე ტაციაობა იყო - ფალკაო "მონაკომ" იყიდა, კავანი - პსჟ-მა, იგუაინი - "ნაპოლიმ", სუარესის გადაბირება კი ლამის ყველას უნდოდა. ეს ტრანსფერები კლუბებს უზარმაზარ თანხებად დაუჯდათ. გერმანიაც კი, რომლის კლუბებში თითო ბრწყინვალე ფორვარდი ყოველთვის მოიძებნებოდა, დღეს ახალგაზრდა თავდამსხმელებს სანთლით დაეძებს", - აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს Goal.com.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტურის წინ: სცენაზეა შესანიშნავი სამეული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული