ჟოზე მოურინიო: ამ სეზონში პირველად, მთელი მატჩი სოლიდურად ჩავატარეთ [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ვესტ ჰემთან" შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 ნოემბერს გამართულ პრემიერლიგის XII ტურის მატჩში "ჩელსიმ" მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ფრენკ ლემპარდმა პენალტით გახსნა (21-ე წუთი), სხვაობა ორბურთიანი ოსკარმა გახადა (34), მატჩის მიწურულს კი ლემპარდმა დუბლი მიითვალა (82).

"ჩელსის" პორტუგალიელი თავკაცი თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ყველაფერს ვაკონტროლებდით, თუმცა საკმაოდ სოლიდურად ნამდვილად გამოვიყურებოდით.

უნდა ავღნიშნო, რომ სეზონის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მთელი შეხვედრა, პირველიდან ბოლო წუთამდე, სოლიდურად გავისარჯეთ.
კი ბატონო, აქამდეც გვქონდა კარგი თამაშები, მაგრამ ეს უფრო ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაზე ითქმის, ვიდრე პრემიერლიგის მატჩებზე",
- აქვეყნებს პორტუგალიელის ნათქვას "ჩელსის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტურის წინ: სცენაზეა შესანიშნავი სამეული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული