23 ნოემბერს გამართულ პრემიერლიგის XII ტურის მატჩში "ჩელსიმ" მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ფრენკ ლემპარდმა პენალტით გახსნა (21-ე წუთი), სხვაობა ორბურთიანი ოსკარმა გახადა (34), მატჩის მიწურულს კი ლემპარდმა დუბლი მიითვალა (82).
"ჩელსის" პორტუგალიელი თავკაცი თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.
"ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ყველაფერს ვაკონტროლებდით, თუმცა საკმაოდ სოლიდურად ნამდვილად გამოვიყურებოდით.
უნდა ავღნიშნო, რომ სეზონის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მთელი შეხვედრა, პირველიდან ბოლო წუთამდე, სოლიდურად გავისარჯეთ.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტურის წინ: სცენაზეა შესანიშნავი სამეული