არსენ ვენგერი, პირველად და ხმამაღლა: ჩემპიონობა!

AutoSharing Option
"საუთჰემპტონთან" მოგების შემდეგ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ხმამაღლა პირველად ალაპარაკდა, რომ მისი გუნდი მზად არის ჩემპიონის ტიტულისთვის საბრძოლველად.

წინ კიდევ დიდი გზაა. პრემიერლიგამ საერთო დისტანციის ლამის 1/3 განვლო და გვგონია, რომ პირველი შეფასებების გაკეთება უკვე უპრიანია. "მეთოფეები" უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებენ, შედეგიანობის მხრივ, მხოლოდ "სიტის" ჩამორჩებიან, მასზე ნაკლები გოლი კი ლიგაში მხოლოდ "საუთჰემპტონმა" გაუშვა.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ვენგერს სათადარიგოთა სკამი ხშირად თითქმის "ცარიელი" ჰქონდა. გუნდის ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. სარეაბილიტაციო პერიოდს მხოლოდ ლუკას პოდოლსკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი
აგრძელებენ.

"მოგება იმის დასტურია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, თუმცა ხარვეზები დღეს აშკარა იყო. მეტოქე თავდადებით იბრძოდა და მიზნის მიღწევა მაქსიმალურად გაგვირთულა. თავად დარწმუნდებით მათ სიძლიერეში, თუკი "წმინდანების" შედეგებს თვალს გადაავლებთ - ფრედ ითამაშეს "იუნაიტედთან", მოუგეს "ლივერპულს" და აქამდე მხოლოდ ხუთი ბურთი ჰქონდათ გაშვებული.

"საუთჰემპტონი" უაღრესად ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე საკადრისი პასუხი აღმოგვაჩნდა. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელები ერთმანეთის დასახმარებლად ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყვნენ. ეს ის თვისებაა, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. წინ კიდევ დიდი სირთულეები გვექნება გადასალახი. ამისთვის საჭირო ამბიციებიც გვაქვს, სათანადო კონცენტრაციაც და გამარჯვების სურვილიც.

ჟირუმ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენა. მისი სტილი ყველასგან განსხვავდება, რადგან ის ფიზიკურ ძალას გვმატებს. თანაგუნდელებთან მისი შეთამაშების ხარისხი აშკარად უკეთესი ხდება. თავდამსხმელი რამდენადაც შორს უნდა იდგეს ეგოიზმისგან, გოლი ნებისმიერი მათგანისთვის მნიშვნელოვანია. სეზონის დაწყებამდე ჟირუ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ასე შედეგიანად ითამაშებდა. ყოველ გოლთან ერთად კი, მისი თავდაჯერება სულ უფრო მატულობს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ევროპაში ჭეშმარიტად მაღალი კლასის ფორვარდების დეფიციტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული