ხესუს ნავასი რეკორდს ვერ შესწვდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა "ტოტენჰემის" რბევას საფუძველი შეხვედრის დებიუტშივე ჩაუყარა.

პრემიერლიგის ვებგვერდის ცნობით, უგო ლორისის კარში ესპანელმა გოლი მე-14 წამზე გაიტანა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი სეზონის უსწრაფესი გოლის ავტორის სახელის მოსაპოვებლად. შეგახსენებთ, რომ X ტურში "სტოკის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩმა ანგარიში მე-13 წამზე გახსნა. სამაგიეროდ, მისი დარტყმა "სიტის" პრემიერლიგურ ისტორიაში აღმოჩნდა ყველაზე სწრაფი.

ნავასს საქმე საამაყოდ სხვა გარემოების გამოც აქვს. ფეხბურთელმა მატჩის მიწურულს მეორედაც გაიტანა და როგორც თავად ადასტურებს, კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა:

"ვიცოდით, რომ ფეხის დაცდენის
უფლება არ გვქონდა და ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვითამაშეთ. თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი მოვალეობები იდეალურად შეასრულა. პირადად მე ძალიან მინდოდა პრემიერლიგაში პირველი გოლის გატანა. დუბლი ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან აქამდე მსგავსი შედეგი არასოდეს მქონია. მე უფრო საგოლე მომენტების შექმნა მეხერხება. დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული